სიონი-მერცხალი 5:0
1:0 დ. ბოლქვაძე(43, პენ), 2:0 დ. ბოლქვაძე(50, ჩიკვილაძის პასით), 3:0 ჩიკვილაძე (67), 4:0 ხურციძე (87, დ. ბოლქვაძის პასით), 5:0 ქუცურუა(89, დ. ბოლქვაძის პასით)
სიონი მერცხალი
4-4-2 3-5-2
ბობღიაშვილი ოდიშარია
კობაური ტაკიძე
სვანიძე ქობულაძე
ქემოკლიძე ჩიგოგიძე
ჩიკვილაძე თ. ვარდუაშვილი
კაციტაძე ბაჯელიძე
ქუცურუა ტყეშელაშვილი
დ. ბოლქვაძე ა. ლორია
ნემსაძე ზ. ვარდუაშვილი
რეხვიაშვილი ბახტურიძე
უგულავა კალანდაძე
მწვრთნელები
ხ.ქასრაშვილი ხ.ჩხატარაშვილი
სიონი
46. კაციტაძე - ჭანკოტაძე
46. რეხვიაშვილი - მეტრეველი
75. უგულავა - ხურციძე
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ხიდეშელი, ავსაჯანიშვილი, ოქროპირიძე
მერცხალი
34 თ. ვარდუაშვილი - ვაშაკიძე
45. ბახტურიძე - ათუაშვილი
59.
სათადარიგოები: გიორგი გოგუა, გია გოგუა
გაფრთხილება: ქუცურუა (17), რეხვიაშვილი (28), ჩიგოგიძე (42), ვაშაკიძე (78)
გაძევება: ჩიგოგიძე (44)
არბიტრი: ჯ. ხორავა
43-ე წუთამდე ოზურგეთის "მერცხალი" რიგიანად უძალიანდებოდა ბოლნისის "სიონს". მასპინძლებს თამაში ვერ წაუვიდათ, ოზურგეთელებისთვის კი, ალბათ, ფრეც დადებითი შედეგი იქნებოდა.
მოკლედ, ოღროჩოღრო მოედანზე მდარე ბურთაობა მიდიოდა, თუმცა პირველ გოლამდეც იყო რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი.
23-ე წუთზე გიორგი ქუცურუამ საჯარიმო დარტყმით ხარიხას შეაწყვიტა ბურთი. ვალში არც "მერცხალი" დარჩა - ირაკლი ბაჯელიძის გადაცემის შემდეგ მიხეილ ქობულაძემ დააძგერა ბურთს თავი და "სიონი" ხარიხამ იხსნა.
იყო კიდევ ერთი, ერთობ მნიშვნელოვანი ეპიზოდიც - ბოლნისელმა გიორგი რეხვიაშვილმა გამეტებით ჩაარტყა ფეხში უბურთოდ დარჩენილ თემურ ვარდიაშვილს. არბიტრმა ჯენერი ხორავამ სიონელს ოდენ ყვითელი ბარათი აკმარა. ვარდიაშვილი შესაცვლელი შეიქნა, სტადიონის დატოვებაც მოუწია. მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ მოიყვანა საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების მანქანამ. ფეხი საშინლად ჰქონდა დალურჯებული და შეშუპებული.
ოზურგეთელი სერგო ჩიგოგიძე მსაჯს მას მერე შეელაპარაკა, როცა "სიონმა" 11-მეტრიანით პირველი გოლი გაიტანა და წითელი ბარათიც მიიღო.
ერთბურთიანი ფორა კაცნაკლულ "მერცხალთან" - ეს უკვე ის უპირატესობა იყო, რასაც "სიონი" ვერ გაფლანგავდა და საჭირო სამი ქულაც მიითვალა.
თენგიზ ჩიკვილაძემ ჯარიმა ჩინებულად შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა - ყველაფერი აქ დასრულდა. ნათელი გახდა, რომ "მერცხალი" თამაშს ვერ შეატრიალებდა. "სიონს" კი მადა მოემატა და კიდევ სამი ბურთი უთავაზა მეტოქეს.
ბოლნისელებს კიდევ ჰქონდათ საგოლე მომენტები. მატჩის მიწურულს კი ბაჯელიძეს შეეძლო პრესტიჟის გოლის გატანა, მაგრამ ბურთს ფეხი კარგად ვერ მოუქნია.
სხვათა შორის, ასეთი ანგარიშით "სიონმა" მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. გამოცდილი დავით ბოლქვაძის გარჯაც უნდა აღინიშნოს: 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჩინებული შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"