გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
17 აპრილს თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა, კლუბის მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

სპეციალისტმა გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ისაუბრა (იხილეთ ვრცლად)

ასევე დატოვა თავისი თანამდებობა კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც თავის დროზე "დინამოში" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დევდარიანის დანიშვნის მთავარი ინიციატორი იყო. (იხილეთ ვრცლად)

შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა თბილისის "დინამო" ამ ზამთარს, გუნდიდან ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.

დევდარიანის ხელმძღვანელობით "დინამო" უკეთ კი ათამაშდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის მეორე, გადამწყვეტი ეტაპის ზედიზედ შვიდ
შეხვედრაში შვიდი ფრე მიითვალა და საჩემპიონო ბრძოლას, პრაქტიკულად, გამოეთიშა. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გუნდის წლევანდელ ევროთასებზე ასპარეზობის საკითხიც.

თბილისის "დინამოს" დროებით გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე უხელმძღვანელებს. ამჟამად გუნდი პლეი ოფის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ "ზესტაფონს" 10 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩი დინამოელებმა ზუგდიდში "ბაიასთან" გამართეს და შეხვედრა 2:2 დაასრულეს.

მომდევნო მატჩს "დინამო" 22 აპრილს გორში "დილასთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვზუხვარ
zaza
16:52 17-04-2012
0
sad naxes tavis droze
zaza
16:51 17-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული