გიორგი დევდარიანი: ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გააკეთა.

"მივიღე გადაწყვეტილება "დინამოს" დატოვების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია. ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით.

წლების მანძილზე ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელებისგან სათამაშო დისციპლინის დაცვას მიჩვეული ვიყავი, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე.

ძალიან გამიჭირდა წლების მანძილზე ჩემს გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებზე უარის თქმა, მაგრამ წინ "დინამო" დავაყენე, ვინაიდან ძალიან მჯეროდა წარმატების.

სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა. როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს
თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა.

მე ისევ ვრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში", - განაცხადა დევდარიანმა.

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე შეასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაუბრუნდი ისევ შენს დუბლებს მათი იმედი იმედი არ მოგშლოდეს მათ უყვარხარ და გაფასებენ,მეტსაც მიახწევთ არა დანებდეთ.პატიოსანი ადამიანი ხართ.
lana
12:01 18-04-2012
0
ეხ ცქიფო ცქიფო ....... მაგათ მამაზეციერიც ვერ უშველის
barselona
17:28 17-04-2012
0

სიახლეები პოპულარული