გიორგი ლორია: გორის "დილასთან" გამარჯვებას ვიმსახურებდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეკარემ გიორგი ლორიამ გორის "დილასთან" (0:0) საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

"როგორც ველოდი, რთული თამაში იყო, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როდესაც ათნი დავრჩით. "დილასაც" შეეძლო გატანა და ჩვენც.

ვფიქრობ, ჩვენ უფრო ვიმსახურებდით გამარჯვებას. პირველ ტაიმში აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს; მეორე ნახევარშიც, მიუხედავად იმისა, რომ ათნი დავრჩით, არაფრით ჩამოვუვარდებოდით მასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ძლიერ მეტოქესთან, პრაქტიკულად, მთელი მეორე ნახევარი ათმა ვითამაშეთ, ფრე მისაღებ შედეგად მიმაჩნია", - თქვა ლორიამ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული