"კლუბების მხრიდან შემოსულ ყველა საჩივრის წერილს ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლით. ფედერაციაში შემოსული ათზე მეტი წერილი ეხება ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებში ნათამაშებ მატჩებს.
ვინაიდან ჩემპიონატი მიმდინარეობს და ძალზე დაძაბულ ფაზაშია, ჩვენ მხოლოდ უფლებამოსილება შევუჩერეთ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს და სეზონის ბოლომდე კომიტეტის ფუნქციებს ის საგანგებო კომისია შეასრულებს, სადაც შედიან სფფ-ის გენერალური მდივანი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და თავად მე.
წერილებს თან ერთვის ვიდეომასალაც, რომლის შესწავლის შემდეგ, თუ მსაჯების ბრალეულობა დამტკიცდება, პირობას გაძლევთ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება და საერთოდ მოსცილდებიან ეროვნულ ჩემპიონატს.
საჩივრის წერილებში ყველა კლუბს სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვს. დაინტერესების შემთხვევაში, ჟურნალისტებს შეუძლიათ თავად კლუბებს მიმართონ და დეტალები მათგან შეიტყონ.
წლევანდელი ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ ამ კუთხით პრობლემები მოგვარდებოდა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება მოგვეხდინა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია მოვაწესრიგოთ. ამასთან, ძალიან კარგად მესმის ამა თუ იმ კლუბის გულშემატკივრების აღშფოთებაც და ჩვენთვის მათი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.
სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს მსაჯების ის რაოდენობა, რაც რეალურად საჭიროა. ამიტომ ჩვენს მსაჯებს უწევთ ერთი და იგივე გუნდების თამაშების განსჯა. რატომ ნაწილდებოდნენ ეს მსაჯები ასე და როგორ ხდებოდა მათი დანიშვნა, ამ ყველაფერს ვარკვევთ და ჯერჯერობით ამ თემაზე მეტი საუბარი არ შემიძლია.
მე შევხვდი ბატონ ლევან ფანიაშვილს და პირადად ვუთხარი ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დროებითია და ამ ადამიანების უფლებამოსილების საკითხი მხოლოდ ყველაფრის გარკვევის შემდეგ გადაწყდება".
gff.ge