შეგახსენებთ, უმაღლესი ლიგის ლიდერი "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგს" ერთადერთი ქულითღა ასწრებს და, შესაბამისად, "იმერულ დერბიში" მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.
ეს ამოცანა იოლად შესასრულებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფეროელთა ბანაკში იმედიანი განწყობაა.
დღეისთვის "ზესტაფონის" ლაზარეთი, ფაქტობრივად, ცარიელია. სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა და ახლა "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია, რა ოდენობის სათამაშო დრო მიეცემა მას.
გიორგი ხიდეშელის, აბაიომი ოვონიკოკოსა და შოთა ბაბუნაშვილის
ერთი სიტყვით, "ზესტაფონში" არსებული ისედაც მძაფრი კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.
ცნობისთვის, "ტორპედოს" "იმერულ დერბიში" დისკვალიფიკაციის გამო საუკეთესო თავდამსხმელი რევაზ გოცირიძე დააკლდება.
ამ შეხვედრისა და უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის სხვა მატჩების შესახებ ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"