ანზორ სუხიაშვილი მარტვილის "მერანს" დატოვებს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ანზორ სუხიაშვილი მარტვილის "მერანის" შეუცვლელი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

24 წლის მარცხენა მცველი საიმედოა თავის პოზიციაზეც და აქვს ის თვისებები, რაც ბევრ მცველს არ ახასიათებს - შეტევებში მწვავედ და სასარგებლოდ ერთვება.

სუხიაშვილმა მთელი სეზონის განმავლობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისმა თამაშმაც განაპირობა, "მერანი" რჩეულ რვიანში რომ მოხვდა.

ეს არ გამოპარვიათ სპეციალისტებსა და გუნდების ხელმძღვანელებს. შევიტყვეთ, რომ დიდი ალბათობაა, სეზონის შემდეგ "მერანის" მარცხენა მცველი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში გადავიდეს.

"თუმცა ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, ჩემით დაინტერესებული კლუბი მაღალი
ადგილებისთვის იბრძვის და კონკრეტული წინადადებაც შემომთავაზა.

მაგრამ ველოდები ჩემპიონატის დასრულებას და მერე გადავწყვეტ, რომელ კლუბში ვითამაშებ",
- გვითხრა სუხიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული