ალექსანდრე კოშკაძე: "ზესტაფონს" თამაშითაც ვაჯობეთ და ბრძოლაშიც

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ "ზესტაფონთან" (1:0) საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-10 ტურის მატჩზე ისაუბრა.

"კარგი თამაში და კარგი ბრძოლა იყო. ვფიქრობ, მეტოქეს თამაშითაც ვაჯობეთ და ბრძოლაშიც. სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მთავარია, გოლის გატანა მაინც შევძელით.

რასაკვირველია, გოლის გატანა გამიხარდა, მაგრამ მთავარი იყო სამი ქულა და გამარჯვება. წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვეცდებით, იგივე შემართებით გავაგრძელოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის", - განაცხადა კოშკაძემ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული