გურია-სიონი 1:1 - "აგრესიული სტუმრები"

AutoSharing Option
03.05. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 3 000 მაყურებელი
გურია-სიონი 1:1
0:1 მეტრეველი (21), 1:1 თოდუა (90)

გურია სიონი
4-4-1-1 4-3-1-2
ბუბუტეიშვილი ბობღიაშვილი
ჩუენსუ კობაური
რ. ონიანი ოქროპირიძე
ბაქრაძე სვანიძე
ჯანგიძე ჩიკვილაძე
სამსეიშვილი ნემსაძე
ზ. ჩხეტიანი ჭანკოტაძე
მაისაშვილი ქუცურუა
ტ. კუკულაძე დ. ბოლქვაძე
ჩარგეიშვილი მეტრეველი
გ. თოდუა რეხვიაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. იმნაძე ხ. ქასრაშვილი

გურია
78. ბაქრაძე - მოსიაშვილი
88. სამსეიშვილი - ალავერდაშვილი
90+4. ტ. კუკულაძე - ლაღაძე
სათადარიგოები: გოგუაძე, რ. კუკულაძე, კილაძე, ზ. კვარაცხელია

სიონი
69. რეხვიაშვილი - კაციტაძე
83. მეტრეველი - ხურციძე
86. ჭანკოტაძე - გველესიანი
სათადარიგოები: ზუხბაია, უგულავა, ავსაჯანიშვილი, ლ. ჩხეტიანი

გაფრთხილება: კობაური (39),
ჭანკოტაძე (61), ონიანი (78), ხურციძე (85).

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი (თბილისი)

პლეი აუტის ზედა ოთხეულში მყოფი გუნდების პაექრობა დაძაბული და საინტერესო რომ იქნებოდა, წინასწარვე შეიძლებოდა ამის განსაზღვრა.

ქულები უფრო მეტად სტუმრებს ესაჭიროებოდათ, თუმცა "გურია", თავის მხრივ, მოგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ინაღდება უმაღლესი ლიგის საგზურს.

მატჩი გურულების უპირატესობით დაიწყო და მათ გატანა ორჯერ შეეძლოთ - პირველ შემთხვევაში თამაზ ჩარგეიშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ "სიონი" ხარიხამ გადაარჩინა, ხოლო შემდეგ დავით მაისაშვილმა ყველას კი დაასწრო, მაგრამ მისი თავური მეკარესთან ერთად კარსაც ასცდა.

პირველივე შეტევა გოლად აქციეს ქვემოქართლელებმა - დაცვის მიუტევებელი შეცდომით ზვიად მეტრეველმა კარგად ისარგებლა და საჯარიმოში შესულმა ლევან ბუბუტეიშვილს ისეთი დაურტყა, საგოლედ საკმარისი გამოდგა: დაცვის შეცდომას მეკარის არადამაჯერებელი თამაშიც დაემატა, 0:1.

ამის შემდეგ ლანჩხუთელებმა ვითარების გამოსწორება სცადეს. მეორე ნახევარში ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მიდიოდა. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება - თამაშის განახლებიდან მალევე მაისაშვილს მიეცა შანსი, მაგრამ ცოტათი ააცილა.

ანალოგიური ეპიზოდი ვერ გამოიყენა ტარიელ კუკულაძემაც - გიგა კვერენჩხილაძის (პლეი აუტის ბომბარდირი და "გურიის" მთავარმეგოლე ტრავმირებულია) არყოფნაში გურულთა კაპიტანსაც სიზუსტემ ცოტათი უმტყუნა.

თუმცა ამ ორ მეტად სახიფათო ეპიზოდს შორის იყო შემთხვევა, როცა მატჩის ბედის სათავისოდ გადაწყვეტა სტუმრებს შეეძლოთ, ხოლო მეტრეველი მატჩის გმირი გახდებოდა - მასპინძელთა მეკარემ თენგიზ ჩიკვილაძის დარტყმული უხეიროდ მოიგერია, მაგრამ "სიონის" ფორვარდმა საჩუქარი ვერ შეირგო და მეკარის ბაქნიდან ძელს გაარტყა.

ბოლო წუთებში მოედანზე რამდენჯერმე სიტუაცია დაიძაბა, ერთხელ კი მსაჯს მატჩის შეჩერება და მობურთალთა დაშოშმინება მოუხდა.

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც არსენ ნონიკაშვილმა მაისაშვილის თავით გატანილი გოლი გააუქმა. უფრო ზუსტად, გატანამდე ჩასტვინა - თამაზ ჩარგეიშვილმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, მინდია ბობღიაშვილს გამოსვლაზე ყველაზე მეტად ხელი თავისიანმა შეუშალა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ მეკარე ბურთამდე გურულებმა არ მიუშვეს.

ლანჩხუთელებმა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხეს - "სიონის" მეკარემ ახლო მანძილიდან დარტყმული სასწაულებრივ კი უკუაგდო, მაგრამ მას მცველები ვეღარ მიეშველნენ და გია თოდუას ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია, 1:1.

დასასრულ, ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც: ბოლნისელებს უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია, სტუმრად არ წაუგიათ, თუმცა ნეტარხსენებული დროის პრიზი "აგრესიული სტუმარი" რომ არსებობდეს, მასზე მთავარ პრეტენზიას "გურია" განაცხადებდა - ლანჩხუთელებს გასვლით შეხვედრებში საუკეთესო შედეგი (11 ქულა წაუგებლად) აქვთ.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი აუტი. X ტური
სხვა მატჩები
ვიტ ჯორჯია-გაგრა 6:1 (იხილეთ ვრცლად)
ბათუმი-ჩიხურა 2:1
მერცხალი-სპარტაკი 0:1

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

მომდევნო ტური
7 მაისი, ორშაბათი
დინამო (ბთ)-მერცხალი
ჩიხურა-გურია
სიონი-ვიტ ჯორჯია
გაგრა-სპარტაკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Bოლნისელ ფეხბურტელებს გაუმარჯოტ.................
temurchik55
15:32 05-05-2012
0
VIVA GURIA
shota
00:43 05-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული