"ზესტაფონმა" რუსთავში "მეტალურგს" მოუგო, "ტორპედომ" თბილისში - "დინამოს"

AutoSharing Option
6 მაისს საქართველოს უმაღლესი ლიგის პლეი ოფის 11-ე ტურში 4 მატჩი გაიმართა.

"ზესტაფონმა" სტუმრად რუსთავში 2:0 სძლია ლიდერ "მეტალურგს" და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.

რუსთავში ანგარიში შოთა გრიგალაშვილმა გახსნა 69-ე წუთზე, 90-ზე კი ნიგერიელმა ოვონიკოკომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ასე რომ, ჩემპიონატის დასრულებამდე სხვაობა 2 ქულაა და ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

გორის "დილამ 5:1 დაამარცხა ფოთის "კოლხეთი", თუმცა ანგარიში 88-ე წუთამდე 2:1 იყო. მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა და "დილაში" გატანილი გოლების რაოდენობა ათამმდე გაზარდა.

"მერანმა" "ბაიას" ანგარიშით 2:1 აჯობა. ანგარიში ზუგდიდელებმა
გაბედავას გოლით გახსნეს. "მერანმა" ჟვანიას თერთმეტმეტრიანი დატყმით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ამბროლაძემ შეაგდო.

"ქართულ კლასიკოში" თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა - 0:1 და დიდი შანსია, საქართველოს ყველზე ტიტულოვანი გუნდი წელს ევროსაგზურის გარეშე დარჩეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე დათუნაიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. XI ტური
მეტალურგი-ზესტაფონი 0:2
გოლი: 0:1 გრიგალაშვილი (69), 0:2 ოვონიკოკო (90)

დილა-ოლხეთი 5:1
გოლი: 1:0 გოგონაია (ს.კ.), 1:1 ბოიომო (42), 2:1 არზიანი (70), 3:1 ვაწაძე (88), 4:1 ვაწაძე (89), 5:1 ვაწაძე (90).

მერანი-ბაია 2:1
გოლი: 0:1 გაბედავა (45), 1:1 ჟვანია (56), 2:1 ამბროლაძე (67).

დინამო-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 დათუნაიშვილი (30)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 25 15 3 7 35-27 48
2. ზესტაფონი 25 13 7 5 43-26 46
3. ტორპედო 25 12 6 8 29-23 41
4. დინამო 25 9 10 6 39-30 37
5. დილა 25 9 7 9 32-26 34
6. კოლხეთი 25 6 8 11 22-36 26
7. ბაია 25 5 7 13 23-37 22
8. მერანი 25 6 3 16 30-50 21
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც ძალიან დამწყდა გული ალექს გარსია დინამოდან რომ წავიდა.
იმედი მქონდა დინამოში ესპანეთის ანალოგიურ ფეხბურთის შენებას ჩაეყრებოდა საფუძველი და დინამო თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის დამამკვიდრებელი გახდებოდა. ახლა კი დინამოს აკადემიაში ისევ თემურ უგრეხელიძე და სხვა მართლაცდა არაკომპეტენტური მწვრთელები განაგებენ მოზარდების ბედს.ანადგურებენ ლიდერებს, ინდივიდუალისტებს და გუნდური თამაშისაც არაფერი გაეგებათ.რაღა დამრჩენია, თვალცრემლიანმა უნდა ვუყურო და აღვფრთოვანდე ესპანური და ინგლისური გრანდების თამაშით.
nuca
12:29 07-05-2012
0
საბოლოოდ ასეთი მდგომარეობა გვექნება სატურნირო ცხრილში
1 ზესტაფონი
2 მეტალურგი
3 დინამო
4 ტორპედო
5 დილა
tolo
10:40 07-05-2012
0

სიახლეები პოპულარული