გაგრა-სპარტაკი 0:2
0:1 მელქაძე (40, ჩაფიძის პასით), 0:2 თუხარელი (60)
გაგრა სპარტაკი
4-4-2 4-2-3-1
ბეგაშვილი გ. ნადირაძე
ზ. ნადირაძე ჭაფოძე
კალანდაძე ლომაია
ნარმანია ტეტუნაშვილი
ჯგერენაია მერეჩკო
სარდალიშვილი კაკაშვილი
ჭკუასელი შარაშენიძე
ხოჯაშვილი თუხარელი
ხუციძე სამხარაძე
კვანტალიანი ჩაფიძე
ჯერემია მელქაძე
მწვრთნელები
ზ. ჯელაძე ვ. ხაჩიძე
გაგრა
46. ჭკუასელი - ყიფიანი
62. კვანტალიანი - როსტიაშვილი
67. ზ. ნადირაძე - ლ. სეთურიძე
სათადარიგოები: მაღრაძე, ჭეიშვილი, კიკნაველიძე, თ. ჯიშკარიანი
სპარტაკი
37.კაკაშვილი - მ. ჯიშკარიანი
69. თუხარელი - გაბაშვილი
89. მელქაძე - ჭოხონელიძე
სათადარიგოები: ძაგანია, ლოლაძე, ლობჟანიძე, გელაშვილი
გაფრთხილება: კალანდაძე (56), მ. ჯიშკარიანი (68), ლ.
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი
"გაგრას" კარგი დრო არ უდგას, "სპარტაკს" კი უმაღლეს ლიგაში დარჩენის რიგიანი შანსი აქვს. ისიცაა, რომ "სპარტაკი" გამოცდილებითაც აღემატება "გაგრას".
ერთი სიტყვით, 7 მაისს იმან მოიგო, ვისაც მოსაგები ჰქონდა.
ლაშა ჩაფიძის კუთხური და კახა კაკაშვილის არაზუსტი თავური, შემდეგ ლევან ჭაფოძის ჩაწოდება, ჩაფიძის დარტყმა და გიორგი ბეგაშვილის მოგერიებული ბურთი - მატჩის დასაწყისიც "სპარტაკის" იყო.
მეტოქის კართან მწვავე ეპიზოდის შექმნა "გაგრამაც" მოახერხა, როცა ჯონ ჯერემიამ ათრია ბურთი, მერე კი შალვა კვანტალიანი გაიჭრა დასარტყმელ პოზიციაზე - მასპინძლები ოდენ კუთხურს გამორჩნენ.
ამის შემდეგ ისევ "სპარტაკს" გაუჩნდა შანსი. თორნიკე თუხარელი "გაგრას" დაცვის შეცდომით მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ზუსტად ვერ გადაავლო ბურთი თავზე ბეგაშვილს.
სტუმრები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენო, ასე არ ყოფილა, თუმცა თამაშის სადავეები მაინც უფრო "სპარტაკის" ხელში იყო და გოლსაც გამორჩა - ჩაფიძის კუთხურს ლევან მელქაძემ მიაყოლა უნაკლო თავური.
"სპარტაკს" მალევე მართებდა უპირატესობის გაზრდა. მიხეილ ჯიშკარიანი მეკარესთან მარტო დარჩა და მას ვერ აჯობა.
მეორე ტაიმი უფრო უხვი გამოდგა საგოლე თუ სახიფათო ეპიზოდებით. "გაგრა" ანგარიშის გასათანაბრებლად გაიქაჩა. მიხეილ სარდალიშვილმა გიორგი ნადირაძეს ხელებს "დაუმიზნა" ბურთი, ჯერემიამ კი ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და მეკარემაც იოლად გააუვნებლა სიტუაცია.
შეიძლება ითქვას, რომ თამაში გათანაბრდა, მაგრამ ასე დიდხანს არ ყოფილა - თუხარელი მარჯვენა ფლანგიდან შუისკენ წამოვიდა და ღონიერი ცაციით დაბალი ბურთი გაუტანა ბეგაშვილს.
"გაგრას" ყურები არ ჩამოუყრია. კონტრშეტევაზე გიორგი როსტიაშვილის პასით სარდალიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, დარტყმას კიპერის მოტყუება არჩია, რაც არ გამოუვიდა.
მიხეილ ჯიშკარიანის ჯარიმა ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. კონსტანტინე გაბაშვილის გასროლაც ოდნავ ასცდა მიზანს. როსტიაშვილმა მახვილი კუთხიდან ვერ გაისწორა მიზანი - მოსაწყენი მატჩი ნამდვილად არ ყოფილა.
ბოლოს მატჩის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ჩაფიძეს შეეძლო გოლით თავის გამოჩენა, თუმცა გაბაშვილის პასს არაზუსტი დარტყმა მიაყოლა.
საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. XI ტური. პლეი აუტი
სხვა მატჩები
ჩიხურა-გურია 5:0
1:0 დეკანოიძე (41), 2:0 დეკანოიძე (51), 3:0 კირკიტაძე (62), 4:0 მუმლაძე (70), 5:0 კვასხვაძე (90)
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:0
ბათუმი-მერცხალი 4:0
სატურნირო ცხრილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"