რაც შეეხება "სამტრედიას", მისი მომავალიც ფრიადნ ბუნდოვანია. კერძო სპონსორის იმედად, ადგილობრივმა სახელმწიფო სტრუქტურამ მას დაფინასება შეუწყვიტა, ეს ყბადაღებული სპონსორი კი არ ჩანს. კერძო ბიზნესი კი დღემდე თავს
"ბატონო ავთანდილ, იმ 2000 კაცის სახელით, რომელსაც დაჰპირდით, რომ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მოუძებნიდით სპონსორს, ხოლო მისი არგამოჩენის შემთხვევაში კლუბის დაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე აიღებდა (ეს ბრძანეთ არჩევნების წინა დღეებში სტადიონზე შეხვედრისას, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს), მოვითხოვთ, აგვისრულოთ დაპირება! წერილის უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში, შევაგროვებთ 2000 ხელმოწერას ჩვენი ნების ერთიანობის დასამტკიცებლად. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის" (საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ფანკლუბი).
იყო ინფორმაცია, თითქოს დავალიანების გასტუმრებამდე ფეხბურთელები ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ თამაშს არ აპირებდნენ. ეს ვარაუდი არ გამართლდა, თუმცა გავრცელდა სხვა ხმები გავრცელდა - ფეხბურთელები არ ვარჯიშობენ და "დინამოსთან" უახლოესი ტურის მატჩის ბოიკოტირება სურთო. დავუკავშირდით კლუბის პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილს, რომელმაც გვითხრა:
"ბიჭები ვარჯიშობენ და არსად გაქცეულან. თუმცა გაურკვევლობა ყველა მათგანზე უარყოფითად მოქმედებს. მიჭირს იმის თქმა, როდემდე გავაჩერებთ ფეხბურთელებს ასეთ ვითარებაში. "დინამოსთან" სათამაშოდ თბილისში მოვემგზავრებით და შესაძლოა, აგვისტოს დავალიანება ამის შემდეგ გავისტუმროთ. ყოველ შემთხვევაში, სპონსორის მოსვლამდე სამტრედიის გამგეობა ერთი თვის ხელფასის მოძიებას ცდილობს. მოკლედ, რთულ ვითარებაში ვართ და გამოსავალზე ვფიქრობთ".