"მეტალურგთან" პაექრობისთვის მზადების შესახებ კომენტარი გუნდის თავკაცმა გია გეგუჩაძემ გააკეთა.
- ბატონო გია, შაბათის მატჩის მოგების შემთხვევაში, "ტორპედო" თითქმის ინაღდებს მე-3 ადგილს. როგორ ემზადება გუნდი ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის და ხომ ყველანი ჯანზე არიან?
- რაიმეს განაღდებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ასე ვიტყოდი - ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ახლა კონკრეტულად რუსთავის "მეტალურგთან" მატჩს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა.
გუნდი ჩვეულ რიტმში ემზადება. სამწუხაროდ,
- "ტორპედოს", იმის გარდა, რომ "მეტალურგის" დამარცხებით მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში გაიმყარებს პოზიციებს, ჩემპიონის გამოვლენაშიც შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა - "ზესტაფონს" ეძლევა კარგი შანსი, კვლავ დაიბრუნოს დაკარგული პირველი ადგილი...
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არსებობს. თუმცა "ტორპედომ", პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. აქ ისეთი სიტუაციაა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის - ჩვენი მოგებით ჯერ ჩვენი საქმე კეთდება, მერე კი სხვისი.
- თუ გახსენდებათ ჩემპიონატის ასეთი დაძაბული ფინიში?
- სიმართლე გითხრათ, არა.
fctorpedo.ge