საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" საკუთარ კედლებში ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ზესტაფონელები სატურნირო ცხრილში ლიდერობის დაკარგვის შემდეგ, რუსთავის "მეტალურგს" ქულების რაოდენობით პირველად გაუთანაბრდნენ.
უგოლო ფრეთი დასრულდა მატჩი ქუთაისში, სადაც ადგილობრივი "ტორპედო" რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდა.
მარტვილის "მერანსა" და გორის "დილას" შორის შეხვედრა კი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ გამარჯვებით "დილა" სატურნირო ცხრილში ქულებით თბილისის "დინამოს" გაუთანაბრდა და სრულიად შესაძლოა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის
დინამოელები სტუმრად ფოთის "კოლხეთთან" 1:2 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით თბილისის "დინამომ" უკვე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია.
მომდევნო ტური 16 მაისს გაიმართება.
საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. XII ტური. პლეი ოფი
ზესტაფონი-ბაია 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 მუჯირი (31), 2:0 გორგიაშვილი (38), 2:1 კუკავა (58), 3:1 დვალი (72), 4:1 გუგუჩია (79)
ტორპედო-მეტალურგი 0:0
მერანი-დილა 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ამბროლაძე (28), 1:1 იობაშვილი (ს.კ. 62), 1:2 ბარაბაძე (65)
კოლხეთი-დინამო 2:1 (0:0)
გოლები: 1:0, 2:1 ტუღუში (59, 75 პ.), 1:1 ჩისკო (63),
ბომბარდირები
19 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი) (2 პენ.)
13 - ჩისკო (დინამო)
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) (1 პენ.)
10 - მათე ვაწაძე (დილა)
9 - რევაზ გოცირიძე (ტორპედო), გიგა ჟვანია (მერანი) (6 პენ.)
მომდევნო ტური
ბაია-ტორპედო
დილა-ზესტაფონი
მერანი-კოლხეთი
მეტალურგი-დინამო