ტურის შედეგებმა ორივე გუნდს დაუტოვა შანსი და ვითარებაც თითქმის იგივეა: "გურიას" მომდევნო ტურშივე შეუძლია საგზურის განაღდება, თუ "სპარტაკი" საჩხერეში ვერ მოიგებს და "დინამო" სახლში "ვიტ ჯორჯიას" ვერ მოუგებს. სხვა შემთხვევაში კი, "მერცხალთან" მოგების გარდა, საბრძოლო თბილისშიც აქვს ვეტერინარებთან.
ბათუმელებს კი ცოტა რთულად აქვთ საქმე: ვიტელებსაც უნდა მოუგონ და გასვლაზე "სპარტაკსაც".
მატჩს 5 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. აქედან 500
თავად შეხვედრა ორი განსხვავებული ტაიმისაგან შედგებოდა. პირველში მასპინძლები დომინირებდნენ. მათ ანგარიშის გახსნა არაერთხელ შეეძლოთ - ერთხელ "დინამო" ძელმა გადაარჩინა, ტაიმის შუაწელში კი პლეი აუტის ბომბარდირი პირისპირ შეეყარა მეკარეს, მაგრამ მალხაზ ალავიძემ გადაარჩინა თავისიანები.
რამდენიმე ნახევარხიფათის შემდეგ კი გურულებმა გატანაც მოახერხეს - მაღალ ბურთზე გამოსვლისას მეკარე შეცდა, რის შემდეგაც შექმნილი არეულობით გია თოდუამ იხეირა, 1:0. ბათუმელები მეკარეზე თავდასხმის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ მალხაზ ბეუქლიშვილმა პროტესტი ყურად არ იღო.
ტაიმის მიწურულს უკვე მასპინძლების რისხვა დაატყდა თავს არბიტრს - მარჯვენა ფლანგზე გიგა კვერენჩხილაძემ მეტოქეს ბურთი "მოპარა", საჯარიმოში შეჭრილმა თავისიანებს მეკარის ბაქნის სიახლოვეს უპასა. ალავიძე კარიდან გამოსული იყო, მაგრამ თამაზ ჩარგეიშვილის დარტყმული მცველმა გამოიტანა.
მსაჯმა მიიჩნია, რომ მას ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ლანჩხუთელები ხელით თამაშის დაფიქსირებას და 11-მეტრიანს ითხოვდნენ. ნამატჩევს სწორედ ეს ეპიზოდი გახდა მიზეზი, რის გამოც მსაჯების სამშვიდობოს გასვლისთვის ადგილობრივებს დიდი მეცადინეობა დასჭირდათ.
მეორე გოლის გატანა გურულებმა მეორე ტაიმში კი მოახერხეს, როცა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თოდუამ მეორედაც იხეირა - ბეუქლიშვილმა კარის აღება დააფიქსირა, მაგრამ ლაინსმენის მოგვიანებით წამოწეული ალამის გამო (თამაშგარე დააფიქსირა) გოლი გააუქმა.
ამის შემდეგ "გურია" კიდევ ერთხელ ითხოვდა 11-მეტრიანს, როცა საჯარიმოში შეჭრილი ტარიელ კუკულაძე მეტოქეებთან შეჯახებისას ისე დაშავდა, შესაცვლელი გახდა. გურულებს ისედაც ერთ-ერთი ლიდერი დავით მაისაშვილი და მცველი არნო ჩუენსუ აკლდათ და კუკულაძის შეცვლამ გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
ამავდროულად, გია გურულმა საჭირო შეცვლები მოახდინა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ნიკა დიასამიძის თამაში იყო, რომელმაც გურულ მცველებს დიდი თავსატეხი გაუჩინა.
მასპინძლებმა გოლი უწყინარ სიტუაციაში მიიღეს - მიხეილ ჯორბენაძის დარტყმული თავისიანმა გაატარა და მოძრაობაში მყოფმა მეკარემ გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ამის შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, ბურთსაც მეტად ისინი აკონტროლებდნენ და ხიფათებსაც ქმნიდნენ: ერთხელ ძელმა იხსნა მასპინძლები, მეორედ კი მცველებმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანეს.
რა თქმა უნდა, ლანჩხუთელებიც ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ სტუმართა დარად, მეტოქის კარის აღება ვერც მათ შეძლეს და საბოლოოდ დაფიქსირებულმა ფრემ ორივე გუნდს დაუტოვა შანსი.
13.05.2012. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 5 500 მაყურებელი
გურია-ბათუმი 1:1
1:0 თოდუა (33), 1:1 ჯორბენაძე (60)
გურია დინამო
4-4-1-1 4-4-2
გოგუაძე ალავიძე
ჩხეტიანი მაკარიანი
ბაქრაძე ხუხია
რ. ონიანი კაჭკაჭიშვილი
ჯანგიძე ფარტენაძე
სამსეიშვილი გოგიტიძე
მოსიაშვილი ლობჟანიძე
ჩარგეიშვილი ვ. თევდორაძე
ტ. კუკულაძე ბერიძე
კვერენჩხილაძე ჯორბენაძე
გ. თოდუა ბაციკაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. იმნაძე გ. გურული
გურია
56. ტ. კუკულაძე - ალავერდაშვილი
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, რ. კუკულაძე, ლაღაძე, შეწირული, გორგუჩაძე, კილაძე
დინამო
58. ბერიძე - დიასამიძე
65. ჯორბენაძე - ცნობილაძე
73. ლობჟანიძე - თოდაძე
სათადარიგოები: ქორიძე, ცანავა, მამეიშვილი, ტაკიძე
გაფრთხილება: თოდუა (38), ონიანი (67), გოგიტიძე (75)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
XII ტური. პლეი აუტის სხვა მატჩები
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 1:2
0:1 ძამსაშვილი (3), 1:1 გ. ჯანელიძე (46), 1:2 კირკიტაძე (75)
სპარტაკი-სიონი 2:2
1:0 ჩაფიძე (48), 2:2 ჩაფიძე (52), 2:1 ქუცურუა (67), 2:2 დ. ბოლქვაძე (77)
მერცხალი-გაგრა 0:2
0:! სარდლიშვილი (25), 0:2 ჯერემია (45)
სატურნირო ცხრილი
ცხრილი მომზადებულია www.gff.ge-ს მიხედვით
მომდევნო ტური
17 მაისი, ხუთშაბათი
გურია-მერცხალი
ბათუმი-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-სპარტაკი
სიონი-გაგრა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"