რუსთავის "მეტალურგი" და "ზესტაფონი" კვლავ ლიდერობენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. სატურნირო ცხრილის სათავეში ქულათა ერთნაირი რაოდენობით კვლავ ორი გუნდი - "ზესტაფონი" და რუსთავის "მეტალურგი" იმყოფება.

რუსთაველებმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისის "დინამოს" ანგარიშით 2:1 სძლიეს. აღსანიშნავია, რომ "მეტალურგი" აგებდა და მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" სტუმრად გორის "დილას" შეხვდა და უხერხული მეტოქე 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე აფციაურმა გაიტანა.

რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, ფოთის "კოლხეთმა" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მარტვილის "მერანს" მოუგო. ქუთაისის "ტორპედომ" კი ზუგდიდში ადგილობრივი "ბაია" 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. XII ტური

მერანი-კოლხეთი 0:1 (0:0)
გოლები: 0:1 პავლიაშვილი

დილა-ზესტაფონი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 დვალი (6.პ), 1:1 გურული (55), 1:2 აფციაური (90)

ბაია-ტორპედო  0:2 (0:0)
გოლები: 0:1 გოცირიძე (65), 0:2 საბანაძე (92)

მეტალურგი-დინამო 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 რობერტინიო (62), 1:1 კვარაცხელია (72), 2:1 ტატანაშვილი (76)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 27 16 4 7 37-28 52
2. ზესტაფონი 27 15 7 5 49-28 52
3. ტორპედო 27 13 6 8 31-23 45
4. დილა 27 10 7 10 36-29 37
5. დინამო 27 9 10 8 41-34 37
6. კოლხეთი 27 8 8 11 25-37 32
7. ბაია 27 5 8 14 24-43 23
8. მერანი 27 6 3 18 31-53 21

ცხრილი შედგენილია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც არ უნდა ქნან, ზესტა საუკეთესოა და ჩემპიონია
gigi
19:50 16-05-2012
0
ზესტაფონი ჩეპიონ მეტალურგს არ ეკუთვნის
dato
21:15 16-05-2012
0

სიახლეები პოპულარული