"ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია საზოგადოების წინაშე საგანგებო განცხადებით წარსდგა.

კოკაია აპროტესტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში თანაბარი ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე რუსთავის "მეტალურგი" იმყოფება და არა "ზესტაფონი".

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს" პლეი ოფის სატურნირო ცხრილში ერთნაირი ქულების რაოდენობა - 52-52 კი აქვთ, თუმცა რუსთაველთა ანგარიშზე პლეი ოფის ცხრილში, ზესტაფონელებთან შედარებით, ერთი გამარჯვებით მეტია. სამაგიეროდ, "ზესტაფონი" მოგებათა რაოდენობით "მეტალურგს" მთლიანი ჩემპიონატის მიხედვით სჯობნის.

კოკაიას განცხადებით, "ზესტაფონი" ექვემდებარება რეგლამენტს, სადაც წერია, რომ
თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველ ადგილი ეკუთვნის ჩემპიონატში მეტი გამარჯვების მქონე გუნდს.

"ზესტაფონის" პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურის შემდეგ გუნდებს კვლავ თანაბარი ქულების რაოდენობა ექნებათ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2011-12 წლების საქართველოს ეროვნული პირველობის გამარჯვებულად "მეტალურგს" გამოაცხადებს, მაშინ "ზესტაფონი" გამარჯვებულად "ზესტაფონს" გამოაცხადებს.

სფფ. ჩემპიონატის ჩატარების პირობები
4.4 უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
4.4.2. უშუალოდ, ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
4.4.3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
4.4.4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.6. ფეარ-ფლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-ფლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).
4.4.7. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

ასევე იხილეთ

დიდი დავიდარაბა - ვინ არის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და ვინ დამნაშავე?
მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსთაველების გარდა ენა არავის დაუსოლდება რომ მეტალურგი ჩემპიონია. მთელი საქართველოს თვალში ზესტაფონი ჩემპიონია გატყდი ბატონო დომენტი, რომ გუბერნიამ დაგავალა და უძლური ხარ.
GURIA
10:39 18-05-2012
0
მეტალურგი ფოთში ქულებს დაკარგავს ამაში დარწმუნებული ვარ,რაც შეეხება დამნაშავეს ყვეამ კარგად ვიცით ვინცაა და დროზეა ხმა ამოსაღები,ნაძირლების ხროვაა ფედერაცია,თუნდაც გამოაცხადონ მეტალურგი ჩემპიონი ეს ჩემპიონობაა,შეარცხვენენ ისედაც შერცხვენილ ქართულ ფეხბურთს და მერე ნახავენ რა შეცდომა დაუშვეს,უეფამ საერთოდ უნდა მოხსნას ქართული კლუბები ევრო ტურნირებიდან ამის ღირსები ვართ,დინამომ მიცა მეტალურგს თამაში და ამას ფოთი არ გააკეთებს დარწმუნებული ვარ
vasiko basiladze
08:51 18-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული