სატურნირო ცხრილის ლიდერებმა რუსთავის "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" თავიანთი მატჩები მოიგეს.
რუსთაველებმა გასვლით შეხვედრაში ფოთის "კოლხეთი" 2:0 დაამარცხეს, ხოლო "ზესტაფონმა" საკუთარ კედლებში მარტვილის "მერანი" მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჰეთ თრიქი შოთა გრიგალაშვილმა შეასრულა.
გახდა რუსთავის მეტალურგი ჩემპიონი თუ დიდი სკანდალის დასაწყისს უნდა ველოდოთ? ამაზე პასუხს სულ მალე მივიღებთ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის "მეტალურგსა" და "ზესტაფონს" ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ. სფფ-ის პლეი ოფის ცხრილის მიხედვით, ჩემპიონად "მეტალურგი" უნდა გამოცხადდეს.
ამის საპირისპირო
თემასთან დაკავშირებით
ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!
დიდი დავიდარაბა - ვინ არის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და ვინ დამნაშავე?
რაც შეეხება სხვა მატჩებს, ქუთაისში "ტორპედომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ქულების დაკარგვა გორელებს ძვირად დაუჯდათ, რადგან თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ზუგდიდის "ბაია" ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
პლეი ოფი. ბოლო ტური
კოლხეთი-მეტალურგი 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 კვარაცხელია (12), 0:2 სიხარულიძე (18)
ზესტაფონი-მერანი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გრიგალაშვილი (33, 44, 61)
ტორპედო-დილა 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 გამეზარდაშვილი (10), 1:1 ხოჯავა (28), 2:1 ფანცულაია (47), 3:1 შერგელაშვილი (89), 3:1 ვაწაძე (93)
დინამო-ბაია 6:1 (4:0)
გოლები: 1:0, 4:0 გოგუა (28, 39), 2:0, 3:0 ჩისკო (32.პ, 33), 5:0 ალვარო (49), 6:0 მერებაშვილი (54), 6:1 პაჭკორია (74)
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 28 17 4 7 39-28 55
2. ზესტაფონი 28 16 7 5 52-28 55
3. ტორპედო 28 14 6 8 34-25 48
4. დინამო 28 10 10 8 47-35 40
5. დილა 28 10 7 11 38-32 37
6. კოლხეთი 28 8 8 12 25-39 32
7. ბაია 28 5 8 15 25-49 23
8. მერანი 28 6 3 19 31-56 21
ცხრილი შედგენილია gff.ge-ს მიხედვით