ზვიად სიჭინავა: საქართველოს ჩემპიონის ვინაობა დაზუსტდება!

AutoSharing Option
21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აღმასრულებელმა კომიტეტმა "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" დავის განხილვა დაიწყო.

აღმასკომის სხდომის წინ ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა მისი თქმით, საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ობიექტურად და საქართველოს ჩემპიონის ვინაობა დაზუსტებით გახდება ცნობილი.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, აღმასრულებელი კომიტეტი გადახედავს დებულებას; ასევე, გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება და გადაწყვეტილებასაც სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულების მიუხედავად, ჩემპიონის ვინაობა კვლავ გაურკვეველი რჩება.

ქვეყნის ჩემპიონობას ერთდროულად ორი საფეხბურთო კლუბი -
"ზესტაფონი" და "მეტალურგი" ზეიმობს.

ბოლო ტურში "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს" 2:0 მოუგო, "ზესტაფონმა" კი "მერანი" 3:0 დაამარცხა.

კლუბებს შორის დავის მიზეზი ჩემპიონატის მეორე ტურის დასრულების შემდეგ ცხრილში თანაბარი ქულების მოგროვება გახდა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გამარჯვებულის ვინაობა მოგებული მატჩების რაოდენობის მიხედვით სახელდება.

მთლიან ჩემპიონატში (პირველ და მეორე ეტაპზე) მოგებული მატჩების რაოდენობა "ზესტაფონს" უფრო მეტი აქვს. სამაგიეროდ, პლეი ოფში "მეტალურგს" უფრო მეტი გამარჯვება აქვს.

გაურკვევლობის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის დებულებაა, რომელშიც მსგავსი შემთხვევა დაკონკრეტებული არ არის.

სფფ-ის აღმასკომმა "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" დავის განხილვა დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ
კოლხეთი-მეტალურგი 0:2 - We Are The Champions!
ზესტაფონი-მერანი 3:0 - We Are The Champions!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამდენი აურზაური რატომ გამოიწვია ამ პრობლემამ, მეტად გასაკვირია? ნუთუ არ შეიძლება დაინიშნოს ერთი დამატებითი მატჩი და დაე მან გამოავლინოს გამარჯვებული. საფეხბურთო ზეიმიც იქნება! რატო არ შეიძლება?????
Shoda
14:10 21-05-2012
0
კარგით რა ხალხო, რა დამატებითი მატჩი. ამის დედავატირე, ჩემპიონატი ჩემპიონატია, რომელიც დაიწყო შარშან ზაფხულში, ხოდა ჩემპიონატში ზესტას უფრო მეტი მოგება აქვს. მაშინ გამოდის ქო 2 ჩემპიონატს ვატარებთ ერთ წელიწადში? რა სისულელეა. თუ პირველი ეტაპი კიდიათ, მაშინ იქ დაგროვილ ქულებს რაღატო ითვლიან მეორე ეტაპზე? (ძველი ქულების განახევრებით დაიწო ახალი ეტაპის ქულების ათვლა) კაროცე რა, ძალიან დიდ შარშია ფედერაცია, და უფრო მეტად ქართული ფეხბურთი. ვინ გამართავს ევროპის ჩემპიონატს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემპიონის გამოსარკვევად სასამართლო გახდება საჭირო. კარგით რა...
ზურა
14:23 21-05-2012
0

სიახლეები პოპულარული