საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული კლუბი, ზესტაფონის "ზესტაფონი" აღნიშნული ტიტულის მოპოვებისათვის ფედერაციისაგან 300 000 ლარს, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის სპონსორი კომპანია "ევროპა-ბეთისაგან" 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება.
უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი გუნდი - რუსთავის "მეტალურგი" სფფ-ისაგან 200 000 ლარს მიიღებს. მესამე ადგილზე გასულ ქუთაისის "ტორპედოს" კი 100 000 ლარი გადაეცემა.
ფულად ჯილდოს მიიღებს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული და ფინალისტი გუნდები. თასის მფლობები, სკ
სფფ-ის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო გადაეცემა სუპერთასის მონაწილე გუნდებსაც. 2010-11 წწ-ის სეზონის სუპერთასის მონაწილე სკ გაგრის "გაგრა" ფეხბურთის ფედერაციისაგან 20 000 ლარს, სუპერთასის მფლობელი სკ "ზესტაფონი" კი 30 000 ლარს მიიღებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2011-12 წწ-ის სეზონის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის გასამართ სუპერთასზე საპრიზო თანხა შენარჩუნდება და გამარჯვებულისათვის 30 000, ხოლო მონაწილე გუნდისათვის 20 000 ლარი იქნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე და მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით კარგი შედეგით გამორჩეულ კლუბებს აღნიშნული ფულადი ჯილდო მათი გუნდების განვითარებასა და სამომავლო წინსვლაში დაეხმარება.
gff.ge
"დაპირებისამებრ" - ა რ ა !!!
"რეგლამენტისამებრ", "კანონის თანახმად", "წესისამებრ"!
"დაპირებისამებრ" გამოდის, რომ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი და არა კანონზე.