ჩემპიონ "ზესტაფონს" თასი და მედლები ჯერაც არ მიუღია

AutoSharing Option
სეზონი დასრულდა, მაგრამ "ზესტაფონისთვის" ჩემპიონობისათვის განკუთვნილი თასი და მედლები ჯერ არ გადაუციათ.

20 მაისს უმაღლესი ლიგის ბოლო ტური იყო, მაგრამ, როგორც გახსოვთ, ჩემპიონი მეორე დღეს, აღმასკომზე "გამოვლინდა".

იყო ვარაუდი, რომ "ზესტაფონს" 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალის წინ დააჯილდოვებდნენ, მაგრამ არც ეს მოხდა; 29 მაისს "ზესტაფონმა" "გაგრას" დამარცხებით საქართველოს სუპერთასი მოიპოვა, მაგრამ საჩემპიონო თასი არც მაშინ მიუღია, რადგან სუპერთასზე ფეროელებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს, არაერთი წამყვანი ფეხბურთელი კი იმ დროისთვის უკვე შვებულებაში იყო.

"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე 11 ივნისს
დაიწყებს და თასის გადაცემაც და საჩემპიონო ზეიმიც სწორედ ამის შემდგომ დღეებში გაიმართება.

დაჯილდოება, რა თქმა უნდა, ზესტაფონში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებს კი ორგანიზებას ერთობლივად გაუწევენ "ზესტაფონი", იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

დაჯილდოვება 11 ივნისის შემდეგ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული