გაგრძელდება პირველლიგელთა ტურნირი?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციამ პირველი ლიგის კლუბების ფეხბურთელებისაგან დაკომპლექტებული ნაკრებების ტურნირი ჩაატარა, სადაც მხოლოდ 25-წლამდელი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

შეჯიბრებამ დანიშნულება გაამართლა - პირველ ლიგაში ახალგაზრდა ტალანტები მართლაც აღმოაჩინეს.

ტექნიკურ ცენტრ "ბასას" სტადიონზე გამართულ ფინალში ერთმანეთს რეგიონალური პრინციპით დაკომპლექტებული ნაკრებები დაუპირისპირდნენ - "თბილისმა" (მწვრთნელი გოჩა ჟორჟოლიანი) "იმერეთი 2" (გიორგი გოგიაშვილი და დავით ჭელიძე) 1:0 დაამარცხა. მე-3 ადგილისთვის "იმერეთი 1"-მა "სამეგრელოს" 3:0 მოუგო.

ტურნირის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი რევაზ შენგელია კმაყოფილია:

"მიმაჩნია, რომ პირველ ლიგაში ბევრი ნიჭიერი
მოთამაშეა და მათ გამოსაჩენად საჭირო ტურნირი ჩატარდა.

ზუსტად არ ვიცი, რომელიმე მოთამაშე უკეთეს კლუბში აიყვანეს თუ არა, მაგრამ მატჩებს ესწრებოდნენ უმაღლესი ლიგის გუნდების და ეროვნული, ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და მათგან ვიცი, რომ რამდენიმე მოთამაშე ძალიან მოეწონათ.

ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტურნირმა თავისი დანიშნულება გაამართლა".

გაიმართება თუ არა სამომავლოდ ტურნირი? - ამაზე შენგელია გვპასუხობს:

"ამაზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საჭირო და აუცილებელი ტურნირია. ოღონდ მონაწილეთა მასშტაბი და გეოგრაფია უნდა გაიზარდოს.

რადგან ჩემპიონატის ჩატარება ამიერიდან პროფესიული ფეხბურთის ლიგას ჩააბარეს, ალბათ, სამომავლოდ პირველლიგელთა ტურნირსაც ეს ორგანიზაცია მიხედავს".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახეთი როგო ფეხებზე გკიდიათ!!!!
BBBBBBBBBBBBB
13:36 11-06-2012
0

სიახლეები პოპულარული