ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დაერქმევა კლუბს.
საქმის არსი უფრო დეტალურად რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ "ბაია" ორად გაიყოფა: "ბაიად" და "მგლებად". დარჩება "ბაიას" საფეხბურთო აკადემია, უმაღლეს ლიგაში კი "მგლები" ზემოთ ნახსენები ერთ-ერთი სახელით იასპარეზებს.
"ბაიას" ფეხბურთელთა ნაწილს, უფრო ახალგაზრდებს, კონტრაქტი "ბაიასთან" აკავშირებს, გამოცდილებს კი - "მგლებთან". გუნდის ბირთვი უცვლელი დარჩება და უმაღლეს
მოკლედ, ზუგდიდურ ფეხბურთში გვარიანი გადაადგილებები მოხდება, მაგრამ ამ ქალაქის საუმაღლესლიგო ამბიციებს საფრთხე არ დაემუქრება - ზუგდიდს ქართული ფეხბურთის ელიტაში კლუბი კვლავაც ეყოლება.
ჯერ დაუდგენელი სახელის ზუგდიდური გუნდი კი მომავალი სეზონისთვის მზადებას ელგუჯა ქომეთიანის ხელმძღვანელობით 20 ივნისიდან შეუდგება. სატრანსფერო სიახლეების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა გუნდის გაძლიერება მაინც სავარაუდოა.
რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის საკითხს, ჯერ ესეც ღიადაა. შეგახსენებთ, გასული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე "ბაია" გოჩა ტყებუჩავამ დატოვა. დღეისთვის კი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ქომეთიანი ასრულებს და ვნახოთ, რა სტატუსით შეხვდება იგი მომავალ სეზონს.
დღევანდელი ინფორმაციით, ზუგდიდურ კლუბს ისევ რაიონის მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, საშინაო ოფიციალურ მატჩებს კი ზუგდიდელები განმუხურის ახალ სტადიონზე ჩაატარებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდის "ბაიას" დააფინანსებს?
გოჩა ტყებუჩავა: მივხვდი, რომ ზუგდიდის "ბაიაში" ასე მუშაობას ვეღარ გავუძლებდი