"ზესტაფონის" დაჯილდოება - ნანატრი და დაგვიანებული

AutoSharing Option
როგორც იქნა, "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი და მედლები მიიღო.

საქართველოს ჩემპიონატი თითქმის ერთი თვის წინ, 20 მაისს დასრულდა, მაგრამ ამის შემდეგ დაჯილდოებისთვის ხელისშემშლელი ბევრი ფაქტი მოხდა - ჯერ აღმასკომმა გადაწყვიტა ჩემპიონის ბედი, შემდეგ საქართველოს თასის ფინალი ჩატარდა, ამას კი სუპერთასის მატჩი მოჰყვა.

ამ დროისთვის "ზესტაფონის" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი უკვე შვებულებაში იმყოფებოდა და დაჯილდოების თარიღმაც საკმაო ხნით გადაიწია.

"ზესტაფონი" ამასობაში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და კუთვნილი ჯილდოც სწორედ ამის შემდეგ მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალი ზესტაფონის სტადიონზე 16 ივნისს გაიმართა. "ზესტაფონის" ფეხბურთელებს,
მწვრთნელებსა და პერსონალს ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ გადასცეს, გუნდის კაპიტანმა ზურაბ მამალაძემ კი საჩემპიონო თასი და უმაღლესი ლიგის სპონსორ "ევროპაბეთისგან" 100-ათასდოლარიანი ჩეკი ჩაიბარა.

დაჯილდოების ცერემონიალს "ზესტაფონის" გულშემატკივრები მრავლად დაესწრნენ. დაჯილდოების შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელებმა ორმხრივი მატჩი ჩაატარეს.

ნანატრი და დაგვიანებული დაჯილდოება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: დავით სირაძის დამატების დიდი სურვილი მაქვს


"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ჩემპიონატი - სეზონის შეჯამება, ნომინანტები და სიმბოლური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული