ცხინვალის "სპარტაკი" გამოცდილმა ფეხბურთელებმა დატოვეს

AutoSharing Option
უკვე კვირაზე მეტია, რაც პირველ ლიგაში დაქვეითებულმა ცხინვალის "სპარტაკმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

გუნდს კვლავაც ვლადიმერ ხაჩიძე ამზადებს. სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები არ არის, რასაც ვერ ვიტყვით გუნდის შემადგენლობაზე.

გამოცდილ ფეხბურთელებს კლუბთან საკონტრაქტო ვადა უკვე ამოეწურათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ.

"სპარტაკი" უკვე დატოვეს მეკარე ლაშა ძაგანიამ, მცველებმა: დავით ლომაიამ, ზვიად ლობჯანიძემ და ბადრი ტეტუნაშვილმა; ნახევარმცველებმა: ირაკლი სამხარაძემ, გიორგი მამუჩიშვილმა და ნიკოლოზ მაისურაძემ; თავდამსხმელებმა: ლევან მელქაძემ და ილია ბუზალაძემ.

ცხინვალელთა გუნდში მაისის ბოლომდე იყვნენ განათხოვრებულნი შემტევი ფეხბურთელები: ლაშა ჩაფიძე და კონსტანტინე გაბაშვილი,
თუმცა საიჯარო ვადა დასრულდა და ფეხბურთელებმა კვლავ თბილისის "დინამოს" მიაშურეს.

ხაჩიძის გუნდში ახალი სახეები გამოჩნდნენ, მაგრამ მათგან ცნობილი არავინ არის. უმეტესობა ის მოთამაშეები არიან, რომელთაც გასულ სეზონში დუბლებში იასპარეზეს.

ჯერჯერობით "სპარტაკში" ვარჯიშობს გუნდის კაპიტანი თეიმურაზ შონია. მასაც უკეთეს დონეზე უნდა თამაში, მაგრამ ჯერ მისი მომავალი კლუბის ვინაობა არ გარკვეულა.

მომავალ სეზონში "სპარტაკის" მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება, მაგრამ საკითხავია, როგორ მოხერხდება ამ ამოცანის გადაჭრა გამოუცდელი კადრებით.

ხაჩიძე გუნდს ჯერ საბურთალოზე, "ბენდელას" სტადიონზე ავარჯიშებს, ივლისში კი "სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებას ბაკურიანში გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ ხაჩიძე: ქომაგი რომ გვყოლოდა, არ დავქვეითდებოდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული