ზაზა ზამთარაძემ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: "მეხუმრებით თუ სერიოზულად მეკითხებით?! "ვისოლთან" არანაირი შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ კომპანიის ბეზინით ვსარგებლობ. ესაა და ეს. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ მომავალ თანამშრომლობაზე არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია და აქედან გამომდინარე, ქუთაისში მუშაობაც არ შემოუთავაზებიათ".
მუმლაძემ გუნდი ივნისში ჩაიბარა და მიუხედავად იმისა,
"ტორპედოს" პრეს-ატაშე რამაზ ჩხიკვაძე წარუმატებლობის მიზეზად იმ სტრესულ მდგომარეობას ასახელებს, რომელშიც ფეხბურთელები მოულოდნელი სტარტის შემდეგ აღმოჩდნენ.
"სეზონის დასაწყისს ქუთაისელ გულშემატკივრები და გუნდის წევრები უდიდესი იმედით ველოდით. ყველას გვეგონა, ჩემპიონატს დავიწყებდით და გავაგრძელებდით მხოლოდ წარმატებებით და მხოლოდ გამარჯვევებით. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, წაგებისგან დაზღვეულია არავინაა და მოხდა ის, რაც მოხდა - ექვსი ტურში ერთხელ ვერ მოვიგეთ და ხალხი აღშფოთებულია. ფეხბურთელებზე მეტად მოგება ვის სურს, მაგრამ გულშემატკივრის მიუტევებლობამ ბევრი ტორპედოელი დათრგუნა და ვფიქრობ, სწორედ სტრესული მდგომარეობის გამო ვერ ავლენენ შესაძლებლობებს. "ტორპედოს" მთავარი პრობლემა ესაა. დარწმუნებული ვარ, ერთი მოგებით, მდგომარეობა გამოსწორდება, ბიჭებს სტრესი მოეხსნებათ და ათამაშდებიან. მუმლაძემ დიდი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და წარმოუდგენელია, ადრე თუ გვიან ეს უიღბლობა არ დასრულდეს".