ეროვნული ჩემპიონატის მართვის პროექტის განხილვა - აქტიური ჯერ მხოლოდ თბილისის "დინამოა"

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის დებულება, საპრიზო ფონდის განაწილება, მართვა - ამ ძირითადი საკითხებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი კლუბები მიიწვია, თუმცა 28 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ რვა კლუბის წარმომადგენლები მივიდნენ: "დინამო", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "მეტალურგი", "კოლხეთი", "სიონი" , "დილა" და "მერანი".

მართვის პროექტი და საშეჯიბრო დებულების ვარიანტი - ფედერაციამ ეს კლუბებს შეხვედრამდე ჩამოურიგა.

ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, რომ შეხვედრაზე წინადადებები და შენიშვნები მხოლოდ "დინამომ" წარმოადგინა და ფედერაციის პრეზიდენტმა კლუბებს აქტიურობისკენ მოუწოდაო.

"შეხვედრაზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ კლუბები პროფლიგის შექმნას ვერ ახერხებენ; მით უფრო, რომ სფფ-მ
ჩემპიონატის საპრემიო ფონდი გააორმაგა (2 მილიონი ლარი).

წლევანდელ სეზონს სფფ და კლუბები მოსამზადებლად გამოიყენებენ, რათა მომავალი საშეჯიბრო სეზონისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, საჭიროა თუ არა პროფლიგის შექმნა და რა სახით უნდა იარსებოს ამ ორგანომ",
- იუწყება ფედერაციის ვებგვერდი.

მართვის პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას კლუბების საბჭო. გათვალისწინებულია ლიგის დორექტორის თანამდებობის შექმნაც.

რაც შეეხება საპრიზო ფონდს, ფედერაცია კლუბებს საშუალებას აძლევს, რომ თვითონ დაადგინონ ამ თანხის გადანაწილების პრინციპი.

ფედერაციის ხელმძღვანელობა და კლუბები მორიგ შეხვედრას 4 ივლისს გამართავენ.

აქტიური ჯერ ერთია: დინამო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: პროფლიგის აღდგენას ჯერ ხელი მოაწერეს, მერე კი უკან დაიხიეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები სათათბიროდ დაიბარა
ვლადიმერ გუცაევი: პროფლიგა? არ უნდათ. ეს სირცხვილია, მეტი არაფერი
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული