ერთი შეხედვით, ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები იდეალურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ ინიციატორებს ცივი შხაპი გადაასხეს.
ვინ და რატომ გადაწყვიტა ასე, გამოცანად რჩება, მიზეზებს არავინ აკონკრეტებს და რატომღაც მომხდარი ბურუსით არის მოცული.
არადა, ინიციატივა რომ გაჟღერდა, ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების წარმომადგენლები ხმაშეწყობილად ამბობდნენ, რომ პროფლიგის აღდგენა ქართული ფეხბურთის მომავალს წაადგებოდა.
შეგახსენებთ, რომ პროფლიგის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი წარსულში თბილისის "დინამოს" ვარსკვლავი ვლადიმერ გუცაევი იყო.
გუცაევს კომენტარისთვის დავუკავშირდით, მაგრამ მან ამ თემაზე
"რა უნდა ვთქვა? პროფლიგა ჩემპიონატის უკეთ ჩასატარებლად აუცილებელი იყო, მაგრამ არ უნდათ. სირცხვილია, მეტი არაფერი.
ეს გადაწყვეტილება კომენტარსაც არ იმსახურებს".
რატომ ვერ აღადგინეს პროფლიგა? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაინტერესებთ მომავლის ჩემპიონატის სტრუქტურა? 3 000 000 ლარად
დიდი შოკი: პროფლიგის აღდგენის მცდელობა კრახით დასრულდა!