გიორგი დარასელია: ტორპედოდან დამიკავშირდნენ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. პარასკევს რუსთავში "ვიტ ჯორჯიასთან" წაგების (0:1) შემდეგ, რამაზ მუმლაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

2007/08 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელმა "ტორპედოში" ცნობილი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი მიიყვანა. გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე 14 საკონტროლო შეხვედრა გამართა, არც ისე ურიგო ფეხბურთი აჩვენა და გულშემატკივართა იმედებიც საფუძვლიანი ჩანდა, მაგრამ... საჩემპიონო დავას ვინ ჩივის, 7 ტურის შემდეგ "ტორპედოს" მოგება არ აქვს და ცხრილის ფსკერიდან თავის დახსნას ცდილობს.

სხვა გვერდზე წაიკითხავდით - მუმლაძე "ტორპედოს" დუბლების მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ შეცვალა. გიგატაძე
ამ ფუნქციას გასულ სეზონშიც ასრულებდა და "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში გიორგი სუხიაშვილსა და იასონ ბზიკაძესთან ერთად დააბრუნა.
როგორც გავიგეთ, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ის დროებით შეასრულებს. კლუბის მეპატრონეებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. ჩვენი ინფორმაციით, მათი წარმომადგენელი ჰაიფას "მაქაბის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გიორგი დარასელიას დაუკავშირდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გიორგის დავუკავშირდით:

"ქუთაისის "ტორპედოდან" მართლა დამიკავშირდნენ, მაგრამ არა ხელმძღვანელები, არამედ - მათი წარმომადგენელი. ეს პიროვნება დაინტერესდა - რამე რომ იყოს, ჩვენთან არ იმუშავებდიო? მე ჩემი სამუშაო პირობები ვუთხარი და ლაპარაკიც ამით დასრულდა. ეს იყო წინასწარი მოლაპარაკება და მეტი არაფერი. კონკრეტული არც პასუხი მითქვამს და არც წინადადება ყოფილა", - გვითხრა გიორგი დარასელიამ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული