ჭანტურიამ ერთი კვირის წინ გვითხრა, რომ ფეხბურთიდან წავიდა და ჯერ არ იცოდა, რა გზას დაადგებოდა. თუმცა გუშინ ის "ოლიმპის" ვარჯიშზე გამოჩნდა. როგორც შევიტყვეთ, რუსთავული კლუბის ხელმძღვანელობამ მას "ოლიმპში" დაბრუნება
ინფორმაცია თავად ჭანტურიამაც დაგვიდასტურა: "რუსთავში მართლა დავბრუნდი. "ოლიმპიდან" ფოთში წაგების შემდეგ დამიკავშირდნენ და სამთვიანი შესვენების შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე. მართალია, ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ რადგან მიმიწვიეს, ხელშეკრულებასაც მოვაწერ ხელს. ზაფხულში არავინ არ მიწვევდა და ამის გამო ბუცები, როგორც იტყვიან, ლურსმანზე ჩამოვკიდე... მეგობრებთან ერთად ლამის ყოველდღე ვთამაშობდი, მაგრამ გართობა და სერიოზული წვრთნა სხვადასხვა რამაა. ამის მიუხედავად, ვარჯიშის განახლება არ გამჭირვებია".
მე-8 ტურში "სამტრედიასთან" (რუსთავში) ჭანტურიას თამაში გამორიცხულია. ის ჯერ ფორმას აღიდგენს, კონტრაქტს გააფორმებს და ამის შემდეგღა ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"