საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზე იმყოფება

AutoSharing Option
ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFHHS) ნაციონალური ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ჩემპიონატი 150 ქულით 66-ე ადგილზე იმყოფება.

რეიტინგის პირველ ადგილს ესპანეთის პრიმერა დივიზიონი იკავებს. მეორე პოზიციაზე არგენტინის ჩემპიონატია, რის შემდეგაც ბრაზილიის ეროვნული პირველობა მოდის.

გარდა ამისა, საუკეთესო ათეულში ინგლისის, იტალიის, გერმანიის, ჩილეს, პარაგვაის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატები მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი 81.5 ქულით 111-ე ადგილზე იმყოფება.

რეიტინგი 2012 წლის 1 იანვრიდან 10 ივლისის მიხედვით არის შედგენილი.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი - 761
2. არგენტინა -
613
3. ბრაზილია - 590
4. ინგლისი - 470
5.იტალია - 469
6. გერმანია - 445
7. ჩილე -411.5
8. პარაგვაი - 384
9. საფრანგეთი - 370
10. ჰოლანდია - 358.5
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეთი წონით ფეხბურთის თამაში არავის უნახია.
gaiozi
11:03 18-07-2012
0
არ მიკვირს იმ ქვეყანაში სადაც მინდვრის ნაცვლად ტალახში და გრუნტზე უწევთ თამაში. სად გინახავთ გამგეობის დაფინანსებული კაპიკებით წარმატებული გუნდი
shota
04:08 18-07-2012
0

სიახლეები პოპულარული