ქუთაისელ ქომაგთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანია მეორე კანდიდატურა - ჭაბუკთა (U 18) ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი. გაჟონა კულუარულმა ინფორმაციამ, თითქოს დევდარიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
გულშემატკივართა
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი ყველგან აცოცხლებდა დავიწყებულ ქართულ ფეხბურთს, რაც ასე ხიბლავდა გულშემატკივარს. ეტყობა, მუშაობის სტილი და შედეგები ფანებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.
აქტუალური გახდა "ტორპედოს" მენეჯერის საკითხიც: ორი აზრი არ არის, რომ სერიოზულ მიზნებს შეჭიდებულ კლუბს საქმეში ჩახედული და თანამედროვედ მოაზროვნე მენეჯერი სჭირდება. უახლოეს პერიოდში ჭორ-მართალი გაირკვევა და გვეცოდინება, რა შეიცვლება ქუთაისის "ტორპედოში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"