უმაღლესი ლიგის კალენდარს უახლოეს დღეებში გაგაცნობთ, მის მონაწილეებს კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
ზესტაფონი
მეტალურგი
ტორპედო
დინამო
დილა
კოლხეთი
ზუგდიდი
მერანი
ჩიხურა
ბათუმი
სიონი
ვიტ ჯორჯია
როგორც თავიდანვე ითქვა, პირველი ეტაპი ორი წრისგან შედგება. მეორე ეტაპზე უმაღლესლიგელები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყოფიან და მათ პირველი ეტაპის მაჩვენებლები სრულად და უცვლელად გადაჰყვებათ.
უმაღლესი ლიგიდან ბოლო ორი გუნდი გავარდება. უმაღლესი ლიგა, სავარაუდოდ, 10
რაც შეეხება პირველ ლიგას, იქ 24 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ორ ჯგუფად დაიყოფიან. უმაღლესი ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად მოიპოვებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც საქართველოს ჩემპიონატის ყველა ლიგას ეხება - ქულათა თანაბრობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება არა მოგებათა მეტ რაოდენობას, როგორც აქამდე იყო, არამედ ურთიერთშეხვედრებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"