სკანდალური განცხადება: საქართველოს ჩემპიონატი "ზესტაფონის" გარეშე?!

AutoSharing Option
2012 წლის 27 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობამ.

გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას:


"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას

ბატონო ზვიად,

თქვენს მიერ 2012 წლის 16 ივლისს
გამოგზავნილი N03/620 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მოცემულ ეტაპზე შპს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" გადახდის უუნაროა. მისი პასივები აღემატება კლუბის შემოსავლებს, შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გადავიხადოთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საწევრო გადასახადი, რომელიც შეადგენს 60 ათას (60 000) ლარს.

პატივისცემით, ს-კ "ზესტაფონის" პრეზიდენტი
ილია კოკაია"

gff.ge

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ბაქოს "ნეფთჩის" გულშემატკივარი გახდა?!
"ზესტაფონში" ყველაზე ძვირად როინ კვასხვაძე და ჯაბა დვალი ფასობენ
ზესტაფონი-ნეფთჩის გამოძახილი: ერთი კაცის მონდომებით თამაშს ვერ მოიგებ
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის ტრანსლაციაში 100 000 ევროს ითხოვს?!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე მესმის ხალხის ვნებათაღელვა, მაგრამ მოდით ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს - 1) ძარია და დაუშვილი ისე გაიპარნენ და ისეთი ინტრიგებით წავიდნენ რომ ზესტაფონს დღემდე ერთი ლარი არ აუღია!!! ახლა კი გრიგალაშვილი და ონიანი ისე შეაწერეს კოკაიას რომ არც მაგათგან გამოუდნია რაიმე - ზესტაფონში ყველამ იცის რომ დაურეკეს და პირდაპირ უთხრეს ეს ხალხი ითამაშებს ,,დილაში'' - ო !!! ანუ ბიზნესს ფულს ახევენ და გუნდებს კი ფეხბურთელებს!!! ყველგან ერთი პრინციპია! ბოლო-ბოლო გაგიჟდა კაცი!!! სანამდე უნდა ხარჯოს ფული უმიზნოდ!!!
არ დაგვავიწყდეს! - გუნდმა მოიგო ყველაზე მეტი თამაში, გაიტანა ყველაზე მეტი ბურთი და სადაო გაუხადეს ჩემპიონობა! გამაგებინეთ სხვა რა უნდა გააკეთო ფეხბურთში რომ ჩემპიონი გახდე??? მოგებისა და გოლების გარდა კიდევ რა უნდა მოიმოქმედო???
ეს რაც ხდება მთლიანად ფედერაციისა და პატივცემული ,,არველაძეთა კლანის'' უნამუსობის ბრალია!!! დვალიშვილი მანამდე ათრიეს ნაკრებში სანამ არ დაუგროვეს პროცენტები და ჰაპოელის სკამს რომ ხეხავდა სანამ არ გაიყიდა - დვალი კი 10 წუთითაც კი არ ათამაშეს!!!
ZURABIUSI
10:48 28-07-2012
0
ეს არის უნამუსობა, ეროვნული გათამაშების ჩემპიონი თუ ასე მათხოვარია, მაშინ ისეთმა გუნდებმა რა თქვას ვისაც სტადიონიც კი არ აქვს. თავმოყვარეობის საკითხია ელემენტალურად, ესეთ წერილს არც ეკადრებათ ასეც რომ უჭირდეთ. კიდევ ერთხელ ვრწუმნდები რომ მარტო ფედერაციის ბრალი არ არის ის რაც ქართულ ფებურთს ჭირს. უთავმოყვარეობის ზეიმია !!!
ი.კ.
23:49 27-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული