ერთ-ერთი ინფორმაციით კი, გუნდში არეულობაა, რაც მეკარე გია ჭანტურიას მოსვლის გამო, გია ბედიაშვილის სკამზე დასმას უკავშირდება – ეს უკანასკნელი ნაკრებშია გამოძახებული და თანაგუნდელებმა მხარი აუბესო.
ვითარებაში გასარკვევად, "ოლიმპის" ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ ჯაფარიძეს დავუკავშირდით.
- ბატონო ზურად, მახარაძე გუნდის
- მახარაძემ ორი თამაშით შესვენება ითხოვა.
- სეზონის მსველელობას მწვრთნელის დასვენება ვის გაუგია?! ან მისი უცნაური თხოვნა რას მივაწეროთ?
- ფაქტობრივად, მას ზაფხულში არც დაუსვენია, ორი წელია ასე მუშაობს და ფოთში წაგების შემდეგ ასე გადაწყვიტა. დასვენება ყველას უნდა. თანაც, კაცი სტრესულ მდგომარეობაშია და გავუგეთ.
- საკითხის გარკვევამდე, "ოლიმპს" ვინ ავარჯიშებს?
- ჯერ-ჯერობით ბიჭები მახარაძის ასისტენტების, იური გაბისკირიასა და არმაზ ჯელაძის ხელმძრვანელობით ვარჯიშობენ.
- თუმცა, უკვე ისმის ხმები, "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად "ტორპედოდან" წამოსულ რამაზ მუმლაძე მიიწვიეს – ეს ჭორია თუ მართალი?
- მახარაძე "ოლიმპში" მუშაობს, კი არ გაგვიშვია, დეკემბრამდე კონტრაქტი გვაკავშირებს და სად უნდა წავიდეს? არა, კონტრაქტის გაწყვეტაც არაა პრობლემა, მაგრამ ოფიციალურად გუნდშია და სხვასთან მოლაპარაკებას ხომ არ დავიწყებდით?
- ისიც ითქვა, გია ბედიაშვილის სკამზე დასმის გამო, გუნდი აბუნტდა და პროტესტის ნიშნად, "სამტრედიასთან" თავს არ მოიკლავსო.
- არა, რა თავს არ მოიკლავენ და რომელ ბუნტზეა ლაპარაკი?! ბიჭები სტადიონზე მდებარე ბაზაზე არიან, შეკრებას გადიან და არანაირი ბუნტი და სახალხო მღელვარება "ოლიმპში" არაა. დამიჯერეთ, არაფერს არ ვმალავ.
- თავად გინდათ მახარაძის დაბრუნება?
- კონტრაქტი აქვს კაცს, ორი მატჩით გავათავისუფლეთ და არ გაგვიშვია. უბრალოდ, ნაჩქარევად ასეთი საკითხები არ წყდება და ჩვენც ვერიდებით დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.