საქართველოს ჩემპიონატი - ბერგერის პრინციპით

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ზონებში 12-12 გუნდი უკვე განაწილდა. შევიტყვეთ, რომ პირველი ლიგის "ა" ზონაში ითამაშებენ: ლანჩხუთის "გურია", "გაგრა", "ჭიათურა", ხონის "იმერეთი", თბილისის სტუ, ტყიბულის "მეშახტე", წალენჯიხის "სქური", ვანის "სულორი", თბილისის "სასკო", ქედის "ბეთლემი", უკონკურსოდ მოასპარეზე თბილისის "დინამო-2" და "რაჭა".

"ბ" ზონაში ერთმანეთს პირველობაში შეეცილებიან: ცხინვალის "სპარტაკი", ოზურგეთის "მერცხალი", თბილისის "ლოკომოტივი", "ზოოვეტი", ხარაგაულის "ჩხერიმელა", ქობულეთის "შუქურა", აჩაბეთის "ლიახვი", "სამტრედია", წყალტუბოს "სამგურალი", ხობის "კოლხეთი", სოხუმის "აეტი" და "ნორჩი დინამო".

პირველი ლიგის "ა" და "ბ" ზონების გათამაშება სამ წრედ ჩატარდება. პირველი ორი წრის კალენდრის
შესადგენად კენჭისყრა მოეწყობა, ხოლო მესამე წრის კალენდარი ორი წრის შემდეგ დაკავებული ადგილების შესაბამისად, ბერგერის ცხრილით შედგება.

გაისად უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ზონების გამარჯვებულები ითამაშებენ, ხოლო ბოლოადგილოსნები მეორე ლიგაში დაქვეითდებიან.

უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ჩემპიონატი სამ წრედ ჩატარდება. პირველი და მეორე წრის კალენდარი უმაღლესი ლიგის იდენტური იქნება, ხოლო მესამე წრისა - დაკავებული ადგილების შესაბამისად, ბერგერის ცხრილის მიხედვით შედგება.

უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ქულები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა (უმაღლეს ლიგაში ეს პრიორიტეტები პირველი ეტაპის საბოლოოდ გამოსავლენადაც იმოქმედებს):

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა, ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი - 1 ქულა; თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს).
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული