ახლახან კი საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ქუთაისის "ტორპედოდან" წამოსულ დათო დიღმელაშვილთან და რევაზ გოცირიძესთან ერთად, "ზესტაფონის" ყოფილი ცენტრალური მცველი ედიკ საჯაიაც მიიწვია.
გუნდის კიდევ ერთ გამოცდილ ახალწვეულს, მეკარე გიორგი სომხიშვილს სჯერა, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ჩიხურა" ახალ სეზონში თავს არ შეირცხვენს.
"ფინანსურად არ გვიჭირს, კარგ პირობებში ვემზადებით და ხელფასებსა და პრემიებს დროულად გვირიგებენ. დანარჩენი
ბიჭების უმრავლესობას სერიოზულ დონეზე უთამაშია, არც გამოცდილება აკლიათ და მგონია, რომ ცუდი გუნდი არ ვიქნებით.
რაც მთავარია, ჩინებული კოლექტივია. იმედია, ეს შედეგზეც აისახება. ჩვენც არ დავაკლებთ მცდელობას, რომ პროგრამა მინიმუმი შევასრულოთ და ექვსეულში მოვხვდეთ.
რა თქმა უნდა, ბევრი ახალი მოთამაშე რომ არის, გუნდი ჯერ შესათამაშებელია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და გამოცდილი შემადგენლობა გვეყოლება. სხვადასხვა დროს ერთად ბევრს გვითამაშია და ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ.
მიმაჩნია, რომ საინტერესო ჩემპიონატი იქნება. თითქმის ყველა გუნდი გაძლიერდა, შემადგენლობის მხრივაც თითქმის ყველა თანაბრად არის დაკომპლექტებული და ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული ბრძოლა გაიმართება", - ამბობს სომხიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"