2012/13 წლების სეზონი საქართველოს პრემიერლიგაში დისკვალიფიკაციების გარეშე დაიწყება

AutoSharing Option
9 აგვისტოს სფფ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საგანგებო ბრძანებას, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2012-2013 წწ. სეზონს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები გასულ სეზონში მიღებული ჯარიმების გადმოყოლის გარეშე დაიწყებენ.

ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გაუუქმდათ სპორტული ჯარიმები და შესაბამისად, კლუბებს, დისკვალიფიცირებულ-დაჯარიმებული ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჩემპიონატში ჩართვა გათამაშების პირველივე ტურიდან შეეძლებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია არ ეხება დისკვალიფიკაციის ფინანსურ ნაწილს. წინა სეზონზე დაჯარიმებულ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს საჯარიმო თანხის გადახდა მაინც მოუწევთ.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული