სხვადასხვა სახის ტრავმის გამო "მერანთან" ჯაბა დვალი და თემურ ღონღაძე ვერ ითამაშებენ. "ზესტაფონის" გერმანელი ახალწვეული პატრიკ მილხრაუმი კი სრულ მზადყოფნაშია და თუ სამწვრთნელო შტაბი საჭიროდ მიიჩნევს, ითამაშებს კიდეც.
მორიგი მძიმე ტრავმის გადატანის შემდეგ "ზესტაფონს" გიორგი ხიდეშელი შეუერთდა. მის მოედანზე დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ უიღბლობით გაწამებულმა ახალგაზრდა მცველმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ნეფთჩისთან" მატჩებმა დაგვანახა, რომ სუსტი ჩემპიონატი გვაქვს