საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
10 აგვისტოს დაიწყო საქართველოს რიგით 24-ე ჩემპიონატი, სადაც პირველი ტურის ორი მატჩი ჩატარდა.

ბოლნისის "სიონმა" პრემიერლიგის დებიუტანტ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა.

შეხვედრა გუნდებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩში ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს - გოლის ავტორი 39-ე წუთზე გელა გოგიტიძე გახდა.

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 54-ე წუთზე, რევაზ ჯიქიას გოლით შეძლეს, თუმცა სტუმრებმა დაწინაურება ისევ მოახერხეს.

ამჯერად თავი 84-ე წუთზე მიხეილ ჯორბენაძემ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ქულის მოპოვება შეძლეს - ჯაბა უგულავამ 89-ე წუთზე გაათანაბრა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ფოთის "კოლხეთმა"
საკუთარ მოედანზე პრემიერლიგაში ასევე წელს აღზევებული საჩხერის "ჩიხურა" მიიღო.

საჩხერელთა დებიუტი წარმატებული გამოდგა. სტუმრებმა მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგეს.

მე-11 წუთზე საკუთარი გუნდი წინ ედიკ საჯაიამ გაიყვანა, რომელიც 2011/12 წლების სეზონში "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა.

საბოლოო ანგარიში კი შეხვედრაში ნიკო კვასხვაძემ დააფიქსირა, რომელმაც მეტოქეთა კარის აღება 58-ე წუთზე შეძლო.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის სამი მატჩი 11 აგვისტოს გაიმართება:

ზესტაფონი-მერანი 19:00
ტორპედო-ზუგდიდი 19:00
მეტალურგი-დინამო 17:30

გორის "დილას" ფეხბურთელები კი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს 13 აგვისტოს ნაკრების ბაზაზე (ბასა) 15:30 სთ-ზე დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ გორელების მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება.

აქვე გეტყვით, რომ 10 აგვისტოს გაიმართა ევროპის ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა, სადაც "დილას" მეტოქე გამოვლინდა.

ქართული გუნდი 23 აგვისტოს პორტუგალიაში "მარიტიმუს" დაუპირისპირდება, ხოლო  საპასუხო მატჩი საქართველოში 30 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჭორვილა არ თამაშობს? აბა თქვენ იცით, ღრმად შეეტენეთ ბიძინას! სხვა ვერ მოიგებს? ვაი თქვენს პატრონს! სათაური რომ ყოფილიყო ასეთი: "დებიუტანტმა ფრედ ითამაშა გასვლაზე", რა იქნებოდა? ჩიხურაზე მეტი ტრადიცია აქვს ბათუმის დინამოს!
0
ძმა ბიძინას დედაც მარაა დებიუტანტმა რო გამარჯვებით დაიწყო თან გასვლაზე ეგ უფრო არ არი კია ?
DInamo
21:50 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული