"ზესტაფონმა", "დინამომ" და "ტორპედომ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
11 აგვისტოს საქართველოს 24-ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

რუსთავის "მეტალურგმა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი დინამოელთა ფეხბურთელმა ლევან ხმალაძემ 44-ე წუთზე გაიტანა,

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" კი მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში 26-ე წუთზე მარტვილელმა საბა ლომიამ გახსნა, ხოლო მატჩის 68-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გაათანაბრა.

74-ე წუთზე "ზესტაფონი" წინ თორნიკე აფციაურმა გაიყვანა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას "მარგველთა" გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მიხრაუმმა დაუსვა, რომელმაც გოლი 81-ე წუთზე გაიტანა.

რაც შეეხება ტურის მესამე მატჩს, ქუთაისში
"ტორპედომ" საკუთარ კედლებში "ზუგდიდს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია.

64-ე წუთზე თავი ნიკა საბანაძემ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" პირველი ტურის მატჩს 13 აგვისტოს გამართავს, სადაც მისი მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება.

შეგახსნებთ, ჩემპიონატის I ტურის პირველი ორი მატჩი 10 აგვისტოს, ბოლნისსა და ფოთში გაიმართა. "სიონმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:2 დასჯერდა, "კოლხეთი" კი შინ მარტვილის "მერანთან" 0:2 დამარცხდა.

ასევე იხილეთ:

კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება
სიონი-ბათუმი 2:2 - ყველამ ჩვენთან უნდა ისწავლოს მსაჯობა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული