"სალერი" პირველი ლიგის ტექნიკური სპონსორი გახდა

AutoSharing Option
14 აგვისტოს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და კომპანია "სალერის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მომავალი სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ტექნიკური სპონსორი ცნობილი გერმანული ბრენდი "სალერი" იქნება და პირველ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდი სწორედ ამ ბრენდის სპორტული ეკიპირებით იასპარეზებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, შეძენილ იქნა პირველი ლიგის ყველა გუნდისათვის "სალერის" ბრენდის სათამაშო ფორმა და ეკიპირება.

აღნიშნული ეკიპირება
გუნდებს უახლოეს დღეებში, ჩემპიონატის დაწყებამდე საჩუქრად გადაეცემათ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული