თბილისში, ეროვნული გუნდის ბაზაზე (ბასა) გორის "დილა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.
ევროპალიგის მეორე და მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით გავლის შემდეგ "დილა" საშინაო ასპარეზში ჩაერთვება.
კვიპროსული შეხვედრის შემდეგ გუნდმა ორი დღე დაისვენა და 12-ში წინასამატჩო ვარჯიში გამართა.
”ვიტ ჯორჯიასთან” მატჩის წინ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან მცირე კომენტარი გააკეთა.
- როგორ ემზადება გუნდი "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრისთვის?
- გუნდი ჩვეულად აგრძელებს მზადებას. "ანორთოსისთან" შეხვედრის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვეთ მატჩის
მაგრამ ეს არაფერი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ შეხვედრის მოსაგებად.
- დანაკლისი თუ არის გუნდში?
- მოგეხსენებათ, ორი ფეხბურთელი - გურული და ვაწაძე ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი. სხვა ყველა მწყობრშია და ვინც გავა მოედანზე, ყველა მაქსიმუმს გააკეთებს შეხვედრის მოსაგებად.
- მიმდინარე გათამაშებაში "დილას" მიზანი რა იქნება?
- შემადგენლობიდან გამომდინარე, ვიბრძოლებთ ჩემპიონობისა და თასის მოპოვებისთვის.
ასევე იხილეთ:
მეტალურგი-დინამო 0:1 - დუშან უჰრინის სამქულიანი დებიუტი
ტორპედო-ზუგდიდი 1:0 - მასპინძლების მძიმე გამარჯვება
ზესტაფონი-მერანი 3:1 - წარმატების ფაქტორი: კლასი და გამოცდილება
კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება
სიონი-ბათუმი 2:2 - ყველამ ჩვენთან უნდა ისწავლოს მსაჯობა?