მახარაძე ოლიმპში დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონს მთავარი მწვრთნელი დაუბრუნდა. ფოთის "კოლხეთთან" დიდი ანგარიშით წაგების (1:5) შემდეგ, რუსთავის "ოლიმპის" დამრიგებელი თემურ მახარაძემ ორმატჩიანი პაუზა და დასვენება მოითხოვა.
თუმცა, რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა დასვენებას ისევ გუნდში დაბრუნება ამჯობინა და "ოლიმპის" წევრებმა გუშინ რუსთავის სტადიონზე სწორედ მისი ხელმძღვანელობით ივარჯიშეს.
"მახარაძე დაგვიბრუნდა და "სიონთან" გუნდს ის გაიყვანს. იმედია, მის წასვლაზე ჭორებს ამით წერტილი დაესმება", - გვითხრა მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იური გაბისკირიამ.
"ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძე:"ყველას მსურს გარკვევით ვუთხრა, რომ ხმები თემურ მახარაძის გუნდიდან წასვლის თაობაზე არის ჭორი და მეტი
არაფერი. ის არსად არ წასულა, გარკვევით თქვა, რომ ორი მატჩით დასვენება სურდა. ან საიდან მოიტანეს, თითქოს მე მეთქვას, ახალ მწვრთნელს ვეძებთო?! მსგავსი რამ არ მითქვამს და კატეგორიულად უარვყოფ. ფეხბურთელებიც არავის დაუსჯია. უბრალოდ, "კოლხეთთან" რამდენიმე მოთამაშე კარგად ვერ გამოიყურებოდა და "სამტრედიასთან" არ დააყენეს, მაგრამ წკეპლით არავინ უცემიათ და ხელფასიც არავისთვის არ ჩამოუკლიათ".
მერაბ მამულაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული