დუშან უჰრინი: ჩისკო და კოტო საუკეთესონი იყვნენ

AutoSharing Option
დინამო-ტორპედოს (3:2) დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტების წინაშე გუნდების მთავარი მწვრთნელები წარსდგნენ და შეხვედრის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

გია გეგუჩაძე: "პირველ რიგში ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. ჩემი გუნდის შესახებ ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრის გადარჩენა შეგვეძლო.

გარკვეულწილად გამოუცდელობამ ითამაშა ცუდი როლი და დავმარცხდით, თუმცა თუ ვიმსჯელებთ საგოლე მომენტების მიხედვით ჩვენ გუნდს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს.

იმედი მაქვს მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ გუნდს და გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. მსაჯობაზე საუბარს არ ვაპირებ, საწყენია რომ კაცნაკლულნი დავრჩით".


დუშან უჰრინი: "კარგი თამაში იყო. ჩვენი მეტოქე
კარგად იყო მომზადებული ფიზიკურად. ჩვენ დავიწყეთ თამაში და პირველ ტაიმში არ გაგვიმართლა, ორი გოლი გავუშვით. ბურთი გავიტანეთ, კონცენტრაცია დავკარგეთ და სწრაფად მივიღეთ გოლი.

პირველმა წითელმა ბარათმა გამოგვაცოცხლა. სამწუხაროა, რომ სამომავლოდ სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება.

ჩისკო და კოტო საუკეთესონი იყვნენ და იმედი მაქვს მათ კიდევ უფრო მეტი შეუძლიათ. მსაჯების მოქმედების შესახებ საუბრისგან კი მეც თავს შევიკავებდი. "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ".


ასევე იხილეთ:
"ქართული კლასიკოს" ბედი თბილისის "დინამოს" ესპანელებმა გადაწყვიტეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული