ზუგდიდი-ბათუმი 2:0 - გოლი, რომელიც ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა

AutoSharing Option
შეხვედრა "ზუგდიდის" უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა. მატჩის გმირი მასპინძელთა ნახევარმცველი ლევან კუტალიაა, რომელმაც თავისიანების გამარჯვება "დუბლით" უზრუნველყო.

განსაკუთრებით ეფექტური მისი პირველი გოლი გამოდგა - კუტალიამ ბურთი "ბათუმის" კარში დაახლოებით 40 მეტრიდან გაახვია.

32-ე წუთზე მანვე თანაგუნდელ ლევან წურწუმიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდა ახალგამოჯანმრთელებულ ირაკლი ქობალიას შეეძლო, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა.

სტუმართაგან გატანა ნიკა დიასამიძეს შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმაც ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

"ზუგდიდის" პრესსამსახურის დახმარებით, მწვრთნელთა
მატჩისშემდგომი კომენტარებიც მოვიპოვეთ:

მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"ეს ჩემი გუნდის საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის მადლობას ვუხდი.

გვქონდა შეცდომებიც, რომელთა გამოსწორებაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ. კუტალიას პირველი გოლი კი ნებისმიერ ჩემპიონატს დაამშვენებდა".


გია გურული (ბათუმი):
"ჩემი გუნდისგან უკეთეს თამაშს მოველოდი. ყველანაირად ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვოთ.

მეტოქეს კი გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ".

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. II ტური
18.08. განმუხური, ცენტრალური. 500 მაყურებელი
ზუგდიდი-ბათუმი 2:0
1:0 კუტალია (6), 2:0 კუტალია (32. პენ.)

ზუგდიდი ბათუმი
4-5-1 4-5-1
ძაგანია გ. შენგელია
ფოფხაძე ფარტენაძე
ს. თოდუა ზ. ლობჟანიძე
გამეზარდაშვილი ქორიძე
აკობია ხუხია
რ. ონიანი ბ. მახარაძე
დ. ბოლქვაძე ცანავა
კოშკაძე დიასამიძე
წურწუმია ბერიძე
კუტალია სიჭინავა
გაბედავა ჯორბენაძე

მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი გ. გურული

ზუგდიდი
58. კოშკაძე - ქობალია
58. წურწუმია - შ. ლომია
73. ბოლქვაძე - სიხარულია
სათადარიგოები: მერლანი, აფაქიძე, ბოიომო, კუკავა

ბათუმი
28. მახარაძე - ა. მუჯირი
60. სიჭინავა - ბაციკაძე
83. დიასამიძე - კლოვისი
სათადარიგოები: ვ. თევდორაძე, ტაკიძე, მაკარიანი, კაკულია

გაფრთხილება: შენგელია (31), ლომია (61), ცანავა (76), ქორიძე (77)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული