"ორივე საკითხზე ვმუშაობთ. მზად ვართ, ნებისმიერი სასპონსორო შემოთავაზება განვიხილოთ.
ჯერ რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დეტალებსაც ვერ გაგიმხელთ.
რაც შეეხება ჩემპიონატის სატელევიზიო გაშუქებას: მიმდინარეობს მოლაპარაკება "პირველ არხთან", რომ გაფორმდეს კონტრაქტი.
ლაპარაკია ორწლიან ხელშეკრულებაზე, რომ ჩემპიონატი მუდმივ რეჟიმში გაშუქდეს. ვნახოთ, რა გამოვა", - გვითხრა კლუბების თორმეტთა საბჭოს კოორდინატორმა აკაკი ლოდიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"