ქართული კლასიკო ზესტაფონისთვის

AutoSharing Option

ახლახან დასრულდა ქართულ კლასიკოდ ცნობილი დაპირისპირება ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის. შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - ტორპედოელი ჩიკვილაძის გოლს (54-ე წთ) დინამოელმა დონალდ ჯუისმა ზუსტად ოთხ წუთში უპასუხა გოლითვე - 1:1

გუნდებმა ამ შემადგენლობებით ითამაშეს:

ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, თოდუა, ჩიკვილაძე (86. გურული), დიღმელაშვილი, გიგაური, დათუნაიშვილი (68. ჩხეტიანი), თარხნიშვილი, ქემუხტაშვილი (79. ცნობილაძე), საბანაძე.

დინამო: ლორია, კაკუბავა, თომაშვილი, კვარაცხელია, ოთარაშვილი, ხმალაძე, ედნილსონი, მუჯირი (84. თექთურმანიძე), ჯუისი (86. ქანთარია), კოშკაძე, კახელიშვილი.

"ზესტაფონმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ვიტ ჯორჯია" (გელაშვილისა და დვალის გოლებით) და

ლიდერობა განიმტკიცა. გია გეგუჩაძის გუნდი 21 ქულით პირველია, "დინამო" 17 ქულით მე-2 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სად გადარჩა დინამოოო:( ეჰჰ უდა მოგვეგო ვაჯექით თავზე მარა 1დაგვირტყესდა :( გაუმარჯოს ტორპედოსსს!!!
miriana
01:33 03-10-2010
0
რა აზრი აქ ტორპედოს მოგებას ან სხვა კლუბის, მხოლოდ დინამოს შეუძლია ასახელოს საქართველო საზღვარგარეთ, სხვები ვერ ქაჩავენ და ეგრევე იშლებიან, დინამო, დინამო, დინამო
dato29
12:33 03-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული