გორის "დილამ" მორიგი მატჩი წააგო, "ტორპედომ" კი "ზესტაფონი" დაამარცხა

AutoSharing Option
26 აგვისტოს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის ორი შეხვედრა გაიმართა. გორის "დილა" ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში ბოლნისელმა ფეხბურთელებმა გახსნეს და მალევე უპირატესობა ორამდეც გაზარდეს. პირველი გოლი მე-3 წუთზე ჯიქიამ გაიტანა, მეორე კი 2 წუთის შემდეგ ქუცურუამ შეაგდო.

გორელებმა მეტოქის ორ გოლს 17-ე წუთზე კაციტაძის გოლით უპასუხეს და შეხვედრის პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმეს.

მეორე ტაიმის 68-ე წუთზე ბოლნისის "სიონმა" მატჩის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობა ქარს გაატანა - ახალკაცმა ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა ბოლნისელებს ხელი არ ჩაუქნევიათ - 73-ე წუთზე

ჯიქიამ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

 

გამარჯვება ტორპედოელებს 93-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა მოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული