რუსთავის "მეტალურგმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით განადგურდა.
ქუთაისელებმა "მეტალურგს" 4 გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
49-წუთზე პენალტი ზუსტად გიორგი კუხიანიძემ შეასრულა. ორ ბურთამდე საკუთარი გუნდის უპირატესობა 62-ე წუთზე ზაზა ჭელიძემ გაზარდა. 67-ე წუთზე თავი გიორგი ბერიაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 86-ე წუთზე ვალერი ბოლქვაძემ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი ეროვნულ ჩემპიონატში იწვნია საჩხერის "ჩიხურამ", რომელიც გასვლით შეხვედრაში მარტვილის "მერანთან" მინიმალური ანგარიშით
ბოლნისის "სიონისა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის შეხვედრა კი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ბოლნისელთა მხრიდან 35-ე წუთზე საკუთრ ანგარიშზე გოლი დავით სვანიძემ ჩაიწერა, ხოლო "ვიტ ჯორჯიამ" გათანაბრება ელგუჯა ლობჟანიძის გოლით 46-ე წუთზე შეძლო.
თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. "ზესტაფონიდან" გადასულმა ჯაბა დვალმა მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა. გარდა ამისა, თავი გამოიჩინეს ალვარომ და ლევან ხმალაძემ.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და ბათუმის "დინამოს" შორის შეხვედრა კი უგოლო ფრედ დასრულდა.
"ზუგდიდისა" და გორის "დილას" შეხვედრა კი 3 სექტემბერს 16:00 სთ-ზე დაიწყება.